Thumbnail

დასანანი მარცხი ნახევარფინალში - გორგოძე და კალაშნიკოვა ტურნირის გამოეთიშნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართულმა წყვილმა პოლონური ტურნირის ნახევარფინალი წააგო
  • კალაშნიკოვამ და გორგოძემ ფინალში გასასვლელი ბრძოლა ტაიბრეიკზე დათმეს

ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ პოლონეთში მიმდინარე ტურნირზე მორიგი მატჩი გამართეს და ნახევარფინალში დამარცხდნენ. ქართველმა ჩოგბურთელებმა უკრაინელი კატერინა ბონდარენკოსა და პოლონელი კატერზინა პიტერის წყვილთან წააგეს.

მათ პირველი სეტი 0:6 დათმეს, რის შემდეგაც მეტოქე მაგრად უპასუხეს და მეორე სეტი 6:1 მოიგეს. სამწუხაროდ, ტაიბრეიკი ქართველებმა 7:10 დათმეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის ეკატერინე გორგოძე პოლონეთის ქალაქ გდინიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (235 238 დოლარი) ნახევარფინალში გასვლასთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა, 4 მატჩ-პოინტი ვერ გამოიყენა და დამარცხდა. არადა, ის WTA-ს ტურნირზე ასეთ წარმატებას კარიერაში პირველად მიაღწევდა.

კომენტარები

ბოლო ამბები