Thumbnail
  • ჯეიდონ სანჩომ მანჩესტერთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • დორტმუნდმა ტრანსფერისთვის 85 მილიონი ევრო მიიღო

მანჩესტერ იუნაიტედმა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისელმა ფეხბურთელმა "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

დორტმუნდის ბორუსიამ 21 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო მიიღო. სანჩომ აღნიშნა, რომ მანჩესტერში გადასვლით ოცნება აისრულა:

"ყოველთვის მადლობელი ვიქნები დორტმუნდის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა მთავარ გუნდში მეთამაშა, თუმცა, ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს ინგლისში დავბრუნდებოდი. მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა ოცნების ასრულებაა და მოუთმენლად ველოდები პრემიერლიგაში თამაშს. ეს არის ახალგაზრდული და საინტერესო გუნდი, ვიცი, შეგვიძლია ერთად რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიოთ", - თქვა სანჩომ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

სანჩოს პრემიერლიგაში არასდროს უთამაშია

ჯეიდონ სანჩო დორტმუნდში 2017 წლიდან თამაშობდა და 137 შეხვედრაში 50 გოლთან ერთად 64 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ჯეიდონი დორტმუნდამდე 2 წელი მანჩესტერ სიტის აკადემიაში თამაშობდა. ინგლისის ნაკრებში 22 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი და ცოტა ხნის წინ ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები