Thumbnail

ფარიკაობა | ოლიმპიადაზე ბაზაძის პირველი მეტოქე გაირკვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე 24 ივლისს გამოვა
  • ქართველი მოფარიკავის მეტოქე გაირკვა, სანდრო ეგვიპტელს დაუპირისპირდება

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ხმლით ფარიკაობაში, ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს სანდრო ბაზაძე იასპარეზებს. ბაზაძე, საქართველოს დროით 8 საათსა და 10 წუთზე, ეგვიპტელ მოჰაბ სამერს შეხვდება.

მოჰაბ სამერი 26 წლისა, ის FIE-ს რეიტინგში 32-ე ადგილზეა. სამერმა 2016 წლის აფრიკის ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო 2018 და 2019 წელს ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ოფიციალურ შეხვედრებში სანდრო ბაზაძე და მოჰაბ სამერი ერთმანეთს არ შეხვედრიან. ეგვიპტელი მოფარიკავე გუნდთან ერთად ივნისში თბილისში ერთობლივ შეკრებაზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ რიოს ოლიმპიადის პირველ წრეში მასპინძელი რენცო აგრესტა 15:3 დაამარცხა, ხოლო მეორე რაუნდში სამხრეთკორეელ კიმ ჯუნთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დამარცხდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები