Thumbnail
  • თბილისში ფიბა-ს ევროჩელენჯერის მესამე ტურის მატჩები ჩატარდა
  • საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ტურნირზე მეორედ დამარცხდა

თბილისში ფიბა-ს ევროჩელენჯერი გრძელდება, სადაც საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს. მესამე ტურის მატჩები საინტერესო გამოდგა. სამწუხაროდ, საქართველოს 20-წლამდე ნაკრები გერმანიასთან განადგურდა.

მილოშ გლიგორიევიჩის გუნდმა მესამე ტურის მატჩი 41 ქულით წააგო - 55:96. ქართველთა მხრიდან ყველაზე მეტი ქულა საკალათბურთო კლუბ ორბის აღზრდილმა რომან ჭინჭარაულმა ჩააგდო, რომელმაც 11 ქულით გამოიჩინა თავი, 10 ქულით მეორე საუკეთესო შედეგი ასევე ორბის აღზრდილმა ლევან გოგიჩაიშვილმა დააფიქსირა.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს 24 ივლისს გამართავს. გლიგორიევიჩის გუნდი ბულგარეთის ნაკრებს შეხვდება. 20-წლამდელები ამ დროისთვის 6-გუნდიან ცხრილში 4 ქულით ბოლო ადგილზე არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები