Thumbnail
  • 20 წლის ქართველმა მეკარემ ვალენსიას კარი ამხანაგურ მატჩში დაიცვა
  • გიორგიმ ატრომიტოსთან საიმედოდ ითამაშა და კარი მშრალად შეინახა 

ვალანსიაში ამ ზაფხულს გადასულმა გიორგი მამარდაშვილმა ესპანური გუნდის მაისურით პირველად, საკონტროლო მატჩში ითამაშა და კარი "მშრალად" შეინახა.

საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარემ "ღამურების" კარი ბერძნულ ატრომიტოსთან შეხვედრის (3:0) მეორე ტაიმში დაიცვა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, მისმა ერთ-ერთმა ეფექტურმა სეივმა კი შთაბეჭდილება ესპანელ კომენტანტორზეც მოახდინა.


აღსანიშნავია, რომ ვალენსიას კარში პირველი ტაიმში კრისტაინ რივერო იდგა, იასპერ სილესენსა და ხაუმე დომენეკს კი, რომლებსაც ტრავმები აქვთ, ბერძნულ გუნდთან არ უთამაშიათ. 

superdeporte.es: "მამარდაშვილმა პირველივე თამაშში გაიბრწყინა. ახალ ქართველ გოლკიპერს პირველი შანსი მიეცა ატრომიტოსთან თამაშში. მან საიმედო თამაშით კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ორი "სეივი" კუთხეში გაწელილი ნახტომებით, ორივე მაღალი დონის იყო. ერთხელ კი მეტოქეს სივრცე შეუზღუდა და მისი დარტყმაც დაბლოკა. ეგ არის, ბურთი ვერ შეინარჩუნა და კუთხურზე გადავიდა".

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი დინამო თბილისიდან ვალენსიაში ამ ზაფხულს შედგა. 197 სმ სიმაღლის ქართველი მეკარე "მესტალიაზე" 1-წლიანი იჯარით გადაბარგდა, 2021/22 წლების დასრულების შემდეგ კი ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.

გიორგი პირველი ქართველია, ვინც ვალენსიაში ითამაშა

ვალენსია, რომელსაც ხოსე ბორდალასი წვრთნის, მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 ივლისს, კარტახენასთან ჩაატარებს, ესპანეთის 2021/22 წლების ჩემპიონატს კი 13 აგვისტოს, ხეტაფესთან საშინაო დაპირისპირებით დაიწყებს.

კომენტარები

ბოლო ამბები