Thumbnail
  • საქართველო 77:69 თურქეთი
  • მე-3 ტურში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება

თბილისში მიმდინარეობს ფიბას ევროჩელენჯის ტურნირი 20-წლამდელ კალათბურთელთა შორის. საქართველოს ნაკრები, რომელსაც მილოშ გლიგორიევიჩი ხელმძღვანელობს, B ჯგუფში ასპარეზობს. პირველ ტურში საფრანგეთის ნაკრებთან 21-ქულიანი მარცხის შემდეგ, საქართველომ გაიმარჯვა. თურქეთთან დაპირისპირება გაცილებით დაძაბული გამოდგა - 77:69.

გუნდში საუკეთესო 20 წლის ცენტრი ლაშა მიქელაძე იყო (მარგი ქმედების კოეფიციენტი - 20). მან გუნდს 22 ქულა მოუტანა (აქედან 4 სამქულიანი) და ბურთი 6-ჯერ მოხსნა. ნიკოლოზ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 16 ქულა და 4 მოხსნაა. 8 ქულით და 5 პასით დაეხმარა გუნდს ირაკლი სულხანიშვილი. ვლადიმერ თავაქარაშვილმა, რომელიც წინა მატჩში გამორჩეული იყო, ამჯერად, მხოლოდ 6 ქულა მოუტანა გუნდს. 9 ქულა და 3 მოხსნაა ანზორ ნადირაძის ანგარიშზე. 8-8 ქულა ჩააგდეს სათადარიგოებნა, რომან ჭინჭარაულმა და ზურაბ ვაშაკიძემ. წაგებულ გუნდში 13 ქულა გააკეთა იგით კარალარმა. 

22 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც 1 მატჩი მოიგო, 1 კი დათმო. ამ ჯგუფში ასევე თამაშობენ ბულგარეთისა და პოლონეთის ნაკრებები. 

საქართველო 77:69 თურქეთი

10:23, 19:23, 22:15, 18:16

კომენტარები

ბოლო ამბები