Thumbnail

'ჯერ მზად არ არის' - ჩაკვეტაძე კონფერენსლიგაზე ვოლერენგასთან ვერ ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გენტმა გიორგი ჩაკვეტაძე ევროგანაცხადში შეიყვანა
  • 22 ივლისს გენტი ნორვეგიულ კლუბს ქართველის გარეშე დაუპირისპირდება

22 ივლისს კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო წრეში გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ნორვეგიულ ვოლერენგას მასპინძლობს. ბელგიურმა კლუბმა უკვე გამოაქვეყნა იმ 21 ფეხბურთელის სია, რომლებიც ამ თამაშისთვის ემზადებიან. სამწუხაროდ, გიორგი მათ შორის არაა. 

21 წლის ფეხბურთელს ოფიციალურ მატჩში 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია. როგორც ჩანს, მოცდა კიდევ მოგვიწევს. Voetbalprimeur-ის ინფორმაციით, ჩაკვეტაძე და დეპუატრი უბრალოდ არ არიან მზად ვოლერენგასთან თამაშისთვის. კარგი ისაა, რომ გენტმა ჩაკვეტაძე ევროგანაცხადში შეიყვანა. ასე რომ, მას საპასუხო მატჩში თამაშის შანსი აქვს. 

გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად მოსამზადებელ ციკლს სრულყოფილად გადიოდა. მან 14 ივლისს ლილთან ამხანაგური მატჩის ბოლო წუთებიც ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები