Thumbnail
  • 📅 22 ივლისი | 🏟 ბათუმი | ⌚ 21:00 | ⚽ დინამო ბათუმი V ბატე
  • ბატე-ს მთავარი მწვრთნელის ვიტალი ჟუკოვსკის კომენტარი მატჩის წინ

უეფა კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმის მეტოქე ბელარუსის ვიცე-ჩემპიონი ბატე იქნება. ქართული გუნდისგან განსხვავებით, ბატე ახალ ტურნირზე ამ ეტაპიდან ჩაერთვება და პირველ შეხვედრას ბათუმში გამართავს. მატჩის წინ ბელარუსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ პრესკონფერენცია გამართა.

ვიტალი ჟუკოვსკი (ბატე-ს მწვრთნელი)

...გუნდების შანსებზე: "ასეთ დროს ნებისმიერ შემთხვევაში შანსები 50/50-ზეა. თამაშის გეგმა ჩვენთან ძალიან ხშირად იცვლება - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე. ვფიქრობ, ჩვენც კარგად შევისწავლეთ მეტოქე და დინამო ბათუმმაც კარგად შეგვისწავლა. ორივე გუნდს აქვს მინუსები და პლუსები, დანარჩენი კი უშუალოდ თამაშში გამოჩნდება."

...ბატე-ს ტრანსფერებზე: "სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და ასეთ დროს ხშირია მოულოდნელი გადასვლები სხვა გუნდებში. მოხდა ის, რაც მოხდა - ასე გამოვიდა. ჩვენ გვყავს სხვა, საკმარისად კარგი ფეხბურთელებიც, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი მთავარი თავდამსხმელის შეცვლა. ასე რომ, იმედი გვაქვს, გავუძლებთ ჩვენი მეტოქის წნეხს, ჩვენი თავდამსხმელები კი საკმარისად კარგად ითამაშებენ."

შეგახსნებეთ, რომ დინამო ბათუმსა და ბატე-ს შორის მეორე შეხვედრა ბელარუსში 29 ივლისს გაიმართება. გია გეგუჩაძის გუნდი ბატე-ს დამარცხების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე პეტროკუბსა (მოლდოვა) და სივასპორს (თურქეთი) შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები