Thumbnail
  • ბარსელონამ და იუვენტუსმა შესაძლოა ფორვარდები გაცვალონ
  • L’Equipe-ის ინფორმაციით, ეს კატალონიური გრანდის ინიციატივაა

ბარსელონა და იუვენტუსი ფეხბურთელების გაცვლაზე აქტიურად მუშაობენ. თუკი კატალონიური და ტურინული გრანდები შეთანხმდებიან, ანტუან გრიზმანი იუვეში გადავა, ბარსა კი პაულო დიბალას მიიღებს.

L’Equipe-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული. აღსანიშნავია, რომ გაცვლის ინიციატივა ბარსელონასგან მოდის. როგორც ჩანს, კატალონიურ გრანდს ფრანგ ფორვარდს არგენტინელი ურჩევნია. აღსანიშნავია, რომ იუვენტუსს გრიზმანის გადაბირება ადრეც სურდა, ახლა კი გადაწყვეტილება ტურინელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ უნდა მიიღოს.

გასულ სეზონში 30 წლის გრიზმანმა ბარსას ფორმით 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა. ფრანგის გადაბირებაზე მადრიდის ატლეტიკო და ინგლისური კლუბებიც ფიქრობენ. “ტრანსფერმარკტი” გრიზმანს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

პაულო დიბალამ იტალიის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა (14 ძირითად შემადგენლობაში), 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. მისი ფასი “ტრანსფერმარკტზე” დაახლოებით 50 მილიონი ევროა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები