Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მეორედ გამოვა
  • ის ტოკიოში პირველ მატჩს 24 ან 25 ივლისს ჩაატარებს

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის კაცთა ტურნირში განთესილ მოთამაშეთა შორის იქნება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ოლიმპიადაზე 16 ჩოგბურთელი განთესეს, ნიკას კი მე-15 ნომერი მიენიჭა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილმა 13 პოზიცია დაკარგა და 1 565 ქულით 42-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობისთვის 35 ქვეყნის წარმომადგენელი 64 ჩოგბურთელი იბრძოლებს. ტურნირი 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ტოკიოს Ariake coliseum-ის კომპლექსში ჩატარდება, პირველი რაუნდის მატჩები კი 24 და 25 ივლისსაა დაგეგმილია. განთესილი მოთამაშეების ნუსხა ასე გამოიყურება:

1. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), 2. დანიილ მედვედევი (რუსეთი), 3. სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), 4. ალექსანდერ ზვერევი (გერმანია), 5. ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი), 6. პაბლო კარენო ბუსტა (რუსეთი), 7. ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი), 8. დიეგო შვარცმანი (არგენტინა), 9. ფელიქს ოჟიე-ალიასიმი (კანადა), 10. გაელ მონფილსი (საფრანგეთი), 11. ასლან კარაცევი (რუსეთი), 12. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), 13. ლორენცო სონეგო (იტალია), 14. უგო უმბერი (საფრანგეთი), 15. ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველო), 16. ფაბიო ფონინი (იტალია).

ოლიმპიადის საჩოგბურთო მატჩებს Ariake coliseum-ის კომპლექსი უმასპინძლებს

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა მონაწილეობა 2016 წელს ბრაზილიის ქალაქ რიოში გამნართულ ოლიმპიადაშიც მიიღო, თუმცა, იქ პირველივე წრეში მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასთან 3:6, 7:6 (8:6), 3:6 წააგო. შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 ოლიმპიური თამაშები ბრიტანელ ენდი მარეის აქვს მოგებული, რომელსაც ტოკიოშიც ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები