Thumbnail

კალაშნიკოვა: ჩემს ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე, შეცდომის აღიარება არავის სურს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'არაპროფესიონალურ და უპასუხისმგებლო საქციელს თავის თავზე არავინ იღებს'
  • ქართველ ჩოგბურთელს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს იმედი აქვს

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მისი ოლიმპიადაზე არდაშვების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამართალის პოვნას თავად აპირებს, რაშიც სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს იმედი აქვს. კალაშნიკოვამ შესაბამისი პოსტი სოციალურ ქსელში განათავსა.

“გადავწყვიტე, ვცადო და სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მივმართო, რადგანაც ჩემს ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე. არ ვიცი, რა შედეგი დადგება, რადგანაც არავის უნდა აიღოს ბრალეულობა ამ არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო შეცდომის გამო”.

შეგახსენებთ, რომ ოქსანა კალაშნიკოვამ სკანდალური პოსტი სოციალურ ქსელში 2 დღის წინ განათავსა. როგორც ქართველი ჩოგბურთელი წერდა, მას მოახლოებულ ოლიმპიადაზე თამაში შეეძლო, თუმცა, იმის გამო, შესაბამის ორგანოებში განაცხადი არ იქნა გაგზავნილი, ეს უფლება ჩამოერთვა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ოქსანას ამ განცხადებას გულშემატკივართა დიდი აღშფოთება მოჰყვა და განცხადებები გაავრცელეს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამა და საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა. ამ ორგანიზაციების მიერ მოვლენათა აღწერა განსხავებული გახლდათ და მათ და ფაქტობრივად, ერთმანეთი უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

I have decided to give it a try and appeal to CAS Hoc Division . As i can’t find justice in my own country . I don’t...

Posted by Oksana Kalashnikova on Monday, July 19, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები