Thumbnail

22 წლის ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა საკუთარი შესაძლებლობები NBA-ს მორიგ კლუბს აჩვენა. სეტონ ჰოლის ყოფილი ლიდერი ამჯერად ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვორქაუთზე იმყოფებოდა და კალიფორნიელთა თვალწინ ივარჯიშა. შესაბამისი პოსტი ლეიკერსმა სოციალურ ქსელში განათავსა. სანდრო უკვე მე-2 ქართველი კალათბურთელია, ვინც ლეიკერსს ჰყავდა მიწვეული. პირველი გიორგი ბეჟანიშვილი იყო.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი NBA-ს დრაფტისთვის აქტიურად ემზადება და საკმაოდ კარგი პრესაც აქვს. ის უკვე ჰყავდა მიწვეული ლიგის ათამდე კლუბს და რიგში კიდევ დაახლოებით ხუთია. სადრაფტო სიებში ქართველი ფორვარდი მე-2 რაუნდის მიწურულს ფიგურირებს და სავარაუდოა, რომ 29 ივლისს ბრუკლინში დაგეგმილი პროცედურისას სწორედ ამ დროს აირჩევენ.

მამუკელაშვილი ბოლო სეზონში კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს და NCAA-ს საუკეთესო კალათბურთელობის 30 კანდიდატს შორის იყო. სანდრო ასევე კარლ მელოუნის პრიზის სამ ფინალისტს შორის მოხვდა. თუ მამუკელაშვილს დრაფტზე აირჩევენ, ის სეტონ ჰოლის ისტორიაში 29-ე კალათბურთელი იქნება, ვისაც ეს პატივი ერგება და პირველი - აიზეა უაითჰედის (2016 წელი) შემდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები