Thumbnail
  • ალავესი 5:2 ამორებიეტა
  • გიორგი გაგუამ პირველ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა

ესპანურმა ალავესმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და სეზონის მეორე ამხანაგურ მატჩში ამორებიეტას 5:2 მოუგო. ალავესის პირველი გუნდის რიგებში გიორგი გაგუას დებიუტი შედგა.

ქართველი შემტევი ალავესის მწვრთნელმა ხავიერ კალეხამ მატჩის მე-60 წუთზე მინდორზე შეიყვანა. გაგუამ შვედი ხონ გუიდეტი შეცვალა და ბასკების მე-5 გოლი გაიტანა. გიორგიმ სადებიუტო შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში, კალეხა მას უფრო მეტ დროს მისცემს.

გიორგი შარშანდელ სეზონში ალავესის მეორე გუნდის ბომბარდირი გახდა. გაგუამ 6 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები