Thumbnail

ლაშა ტალახაძის მეტოქეს დოპინგი აღმოუჩინეს - რეისი ტოკიოში აღარ გამოვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დადებითი დოპინგტესტის გამო, ფერნანდო რეისი ტოკიოში ვეღარ გამოვა
  • 31 წლის ბრაზილიელი ლაშა ტალახაძის ერთ-ერთ მეტოქე უნდა ყოფილიყო

ტოკიოს ოლიმპიადის დაწყების წინ, ლაშა ტალახაძეს გზიდან ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი მეტოქე ჩამოცილდა. ბრაზილიელი მძიმეწონოსანი ძალოსნის ფერნანდო რეისის დოპინგტესტი დადებითი აღმოჩნდა და ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, 31 წლის სპორტსმენი თამაშებს ჩამოაშორეს. 

"ფერნანდო რეისი მოკვეთილია იმ სპორტსმენების სიიდან, რომლებიც ტიკიოში ოლიმპიურ თამაშებზე გამოვლენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სუფთა სპორტს და დოპინგის გამოყენებასთან ბრძოლას საგანმანათლებლო ინიციატივებით ვაგრძელებთ", - ნათქვამია ბრაზილიის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

როგორც ირკვევა, რეისის ორგანიზმში ზრდის ჰორმონს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიაგნეს. თავად სპორტსმენი თავისი ადვოკატის პირით ირწმუნება, რომ აკრძალული პრერატები არ მიუღია. 

ქართველი ოლიმპიელები ტოკიოში 17 ივლისს გაემგზავრებიან

ძალოსანი ფერნანდო რეისი მძიმე წონით (+109 კგ) კატეგორიაში გამოდის, არის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და პანამერიკული თამაშების სამგზის გამარჯვებული. ბრაზილიელს მონაწილეობა ორ ოლიმპიადაზე აქვს მიღებული.- 2012 და 2016 წლებში, საუკეთესო შედეგი კი რიოში აჩვენა, სადაც ლაშა ტალახაძესა (1) და ირაკლი თურმანიძეს (3) ჩამორჩა და მე-5 ადგილი დაიკავა.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები სტარტს 23 ივლისს აიღებს და 8 აგვისტოს დასრულდება. თამაშებზე მედლებისთვის ოთხი ქართველი ძალოსანი იბრძოლებს: შოთა მიშველიძე (61 კგ),  გოგა ჩხეიძე (67 კგ), ანტონ პლესნოი (96 კგ) და ლაშა ტალახაძე (+109 კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები