Thumbnail

ლევან მაისაშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის - მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან მაისაშვილს სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსი დაუდასტურდა
  • ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ფილტვები დაზიანებული აქვს

საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები გუნდების მეორე მატჩი კორონავირუსის შემთხვევების გამო გადაიდო. კოვიდ-19 ბორჯღალოსნებში რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა და ერთ-ერთი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იყო, რომელიც ახლაც რთულ მდგომარეობაშია.

ნაკრების მწვრთნელს ფილტვები დაზიანებული აქვს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა Rugger.info-ს ცნობით, თავიდან ლევანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, ახლა კი სტაბილურად მძიმეა.

"ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია. ახლა ის სამხრეთ აფრიკაში იმყოფება. კოვიდის გამო მას ფილტვები საკმაოდ დაზიანებული აქვს და სიცოცხლისთვის იბრძვის. ყველას მოვუწოდებ, რომ მისთვის ილოცონ. ყველაზე მეტად სწორედ ის ფრთხილობდა. აქვე მოვუწოდებ ყველას, რომ ვაქცინაცია აქტიურად გაგრძელდეს," -  განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ რადიო Georgian Times-ის გადაცემაში "დამატებითი დრო".

მაისაშვილი საქართველოს ნაკრებს მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ წვრთნის

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში ერთი მატჩი გამართა და მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონებთან 9:40 დამარცხდა.

ლევან მაისაშვილი ეროვნულ ნაკრებს მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. ბორჯღალოსნებმა მისი ხელმძღვანელობით 2020 და 2021 წლის რაგბი ევროპის ტიტულები მოიგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები