Thumbnail

ესპანური მედია: მესი ბარსელონაში დიდი ხნით რჩება! კონტრაქტი შეთანხმებულია

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონამ და ლიონელ მესიმ შეთანხმებას მიაღწიეს
  • ახალი კონტრაქტი ოფიციალურად ამ კვირაში უნდა დადასტურდეს

როგორც ჩანს, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია! ესპანური გამოცემები წერენ, რომ ლიონელ მესი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს და თანაც, არა მოკლევადიანს, არამედ პირდაპირ 5-წლიანს. ჯერჯერობით არგენტინელ სუპერვარსკვლავსა და კატალონიურ გრანდს შორის შეთანხმება ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ჩვენი ესპანელი კოლეგების ინფორმაციით, ეს ამ კვირაშივე მოხდება.

Sport.es-ის ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ლეო ბარსასთან ახალ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის 50 პროცენტს დაიკლებს. გავრცელებული ინფორმაციით, მესის გამოსასყიდი თანხა 350 მილიონი ევრო იქნება.

ლაპორტასთვის მესის ახალი კონტრაქტის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო

ბარსელონას პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოსაგვარებელი ჰქონდა, სწორედ მესის ახალი კონტრაქტი იყო. ფინანსური კრიზისისა და სახელფასო ლიმიტის ფონზე მესისთან მოლაპარაკებების წარმოება რთულ ამოცანად მოჩანდა. მიუხედავად ყველაფრისა 34 წლის სუპერვარსკვლავმა გაითვალისწინა ფინანსური კრიზისი და როგორც ჩანს, მზადაა, ხელფასის ნახევარზე უარი თქვას.

ახალი 5-წლიან კონტრაქტი ნიშნავს, რომ ლიონელ მესი ბარსელონაში 2026 წლამდე დარჩება. დიდი ალბათობით, ლეო კლუბში 39 წლის ასაკამდე არ ითამაშებს - უფრო სავარაუდოა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ რომელიმე თანამდებობას დაიკავებს. შეგახსენებთ, მესის მიზანია, რომ მსოფლიოს 2022 ჩემპიონატისთვის კარგ ფორმაში იყოს.

ლიონელ მესი კოპა ამერიკის მოგების შემდეგ შვებულებაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები