Thumbnail

‘იცით, რატომ არ ვიზეიმე? ვერაფერს მივხვდი!’ - დონარუმას მოულოდნელი აღიარება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ევროპის ჩემპიონატის ფინალში, სულ ბოლოს, როცა ჯანლუიჯი დონარუმამ ბუკაიო საკას პენალტი მოიგერია და ამით იტალია გააჩემპიონა, ალბათ თქვენც გაგიკვირდათ, რატომ არ დაიწყო “სკუადრა აძურას” მეკარემ ზეიმი მაშინვე. ჯიჯომ განმარტება ახლა გააკეთა.

ჯიჯო მხოლოდ ამ მომენტში მიხვდა, რომ იტალია გააჩემპიონა

მიზეზი ძალიან მარტივი და კურიოზულია: როცა საკას პენალტი მოიგერია, 22 წლის მეკარე იმ მომენტში ვერ მიხვდა, რომ ამით იტალია ევროპის ჩემპიონი გახდა.

“მაშინვე იმიტომ არ ვიზეიმე, რომ ვერ გავაცნობიერე, რა მოხდა. ჟორჟინიოს გაფუჭებული პენალტის შემდეგ უკვე განადგურებული ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ წავაგეთ. საკას პენალტის მოგერიების შემდეგ ჯერ მსაჯს გავხედე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი კარგად იყო. მერე დავინახე, როგორ მორბოდნენ ჩემი თანაგუნდელები ჩემსკენ და მაინც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. მხოლოდ რამდენიმე წამში გავაცნობიერე, რომ ჩემპიონები ვიყავით.” - უთხრა დონარუმამ “გაძეტა დელო სპორტს”.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმას კარიერაში პენალტების 5 სერია აქვს მოგებული - 3 მილანთან ერთად და 2 იტალიის ნაკრებში.

კომენტარები

ბოლო ამბები