Thumbnail

'ფეხბურთი ამ მომენტს ელოდა' - ნეიმარმა მესის გამარჯვება მიულოცა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა კოპა ამერიკის ფინალში არგენტინასთან წაგების (0:1) შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ინსტაგრამში ვიდეო გამოაქვეყნა და ლიონელ მესის გამარჯვება მიულოცა. როგორც ნეიმარმა დაწერა, ფეხბურთი ამ მომენტს ელოდა.

ნეიმარი: "წაგება მწყინს, ეს არის ის, რასთან ერთადაც ცხოვრება ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე. გუშინ მარცხის შემდეგ ჩავეხუტე ისტორიაში ყველაზე დიდ ფეხბურთელს და საუკეთესოს, რომელთანაც ოდესმე მითამაშია - ჩემს მეგობარსა და ძმას, მესის. მოწყენილი ვიყავი და მას ვუთხარი: „ჯანდაბა, შენ გაიმარჯვე“. ძალიან მწყინს, რომ წავაგე, მაგრამ ეს ბიჭი საოცარია! მას დიდ პატივს ვცემ იმის გამო, რაც ფეხბურთისთვის გააკეთა და განსაკუთრებით ჩემთვის. მე წაგება მძულს! მაგრამ დატკბი შენი ტიტულით. ფეხბურთი ელოდა ამ მომენტს, გილოცავ ძმაო".

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის არგენტინის ეროვნულ ნაკრებში აქამდე ტიტული არ ჰქონდა. თავის მხრივ, "ალბისელესტემ" 1993 წლის შემდეგ პირველად მოიგო ტიტული, ისტორიაში კი მე-15-ედ დაეუფლა კოპა ამერიკას.

კომენტარები

ბოლო ამბები