- ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია - მოგება უკრაინასთან 2 ქულით
- ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო თასზე მედლები მოიგეს
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები ვარშავაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გუნდურ შეჯიბრში ირმა ხეცურიანმა, ნინო თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიგეს.
სასიხარულოა, რომ ქართველმა მოფარიკავეებმა ინდივიდუალურადაც კარგად იასპარეზეს. მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ვარშავაში მსოფლიო თასი დაიწყო, სადაც ირმა ხეცურიანმა ოქროს მედლის მოგება შეძლო (ხმალი, B კატეგორია), ხოლო ნინა თიბილაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა (ხმალი, A კატეგორია).
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდება და ოლიმპიადისთვის მზადებას გააგრძელებს. 24 აგვისტოს ტოკიოში პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშე ირმა ხეცურიანი იქნება.
კომენტარები