Thumbnail

მე-3 ნომრით მე-3 ტიტულისთვის - ბასილაშვილი ევროპის ღია პირველობაზე ითამაშებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

12 ივლისიდან ჰამბურგში ევროპის ღია პირველობა იწყება, ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირია. გერმანიაში ერთ-ერთი ფავორიტი მსოფლიოს 28-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იქნება. 29 წლის ჩოგბურთელს ჰამბურგთან შესანიშნავი მოგონებები აკავშირებს.

2018 და 2019 წლებში ნიკამ ჰამბურგის ტურნირი ორჯერ მოიგო - პირველ წელს (როცა ტურნირს ასევე ევროპის ღია პირველობის სტატუსი ჰქონდა) ბასილაშვილმა ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხდა და კარიერაში პირველად მოიგო ATP-ის ტურნირი. მომდევნო წელს, ნიკამ წარმატებით დაიცვა ტიტული - ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა. 

ახლა ქართველი ჩოგბურთელი მესამედ შეეცდება ჰამბურგის ტურნირის მოგებას. ის გერმანიაში მე-3 ნომრად იქნება განთესილი. სტეფანოს ციციპასის (რომელსაც "უაილდ ქარდი" მისცეს) და პაბლო კარენო ბუსტას შემდეგ. ტურნირზე მე-4 ნორმად ალბერტ რამოს-ვინოლასია განთესილი. 

გამოცხადდა ჰამბურგის ტურნირის საპრიზო ფონდის რაოდენობაც - € 1 030 900, რაც 3%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით. ორშაბათს ახალ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 29-ე ჩოგანი (კარენ ხაჩანოვი გადაუსწრებს) იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები