Thumbnail
  • სლოვანი 2:0 შემროკი
  • ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს

გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას სლოვანმა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შემროკ როვერსს ანგარიშით 2:0 სძლია. ბრაზილიელმა რაფაელ რატაომ დუბლი შეასრულა და სლოვაკურ გუნდს მოაგებინა.

გურამ კაშიამ მთელი შეხვედრა სრულად ჩაატარა, ჯაბა კანკავა მინდორზე 73-ე წუთამდე იყო და 50-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლეგიონერებმა სლოვანის რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩი ჩაატარეს.

შეხვედრის 95-ე წუთზე ვლადიმირ ვაისის შვილმა უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა პენალტი ვერ გაიტანა და შეხვედრა სლოვანმა 2-ბურთიანი უპირატესობით მოიგო.

საპასუხო დაპირისპირება ირლანდიაში, ერთ კვირაში გაიმართება. სლოვანი წყვილის ფავორიტია. იმედია, ქართველების გუნდი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მოახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები