Thumbnail

'ხალხს ავიწყდება, რომ ფინალშიც არ გვითამაშია' - საუთგეიტი დანიასთან მატჩზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გარეთ საუთგეიტმა დანიასთან მატჩზე კომენტარი გააკეთა
  • ინგლისელი მწვრთნელი დანიასთან რთულ თამაშს ელოდება

ევრო 2020-ის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები დანიის ნაკრებს უმასპინძლებს და ისტორიაში პირველად ფინალში გასვლას ეცდება. მატჩის წინ ალბიონელთა მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ილაპარაკა და თქვა, რომ დანიის ნაკრები ძალიან ძლიერი მეტოქეა.

გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი): "დანიას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. შემოდგომაზე ორჯერ ვეთამაშეთ და ვიცით, რამდენად რთულია მათი დამარცხება. ვიცით, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ვფიქრობ, ახლა უფრო ძლიერია გუნდია, ვიდრე მაშინ იყვნენ. რა თქმა უნდა, ერიკსენის დაკარგვა და ყველაფერი, რაც მოხდა, მათთვის დიდი დარტყმა იყო, მაგრამ ისინი ამას ბრწყინვალედ გაუმკლავდნენ. ვფიქრობ, ემოციური ტალღა დაიჭირეს, ფანებთან მათი კავშირი კიდევ უფრო გამყარდა და დიდი დახმარება გაუწია.

მატჩის ბედს დეტალები გადაწყვეტს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს გუნდი, როგორ დაიცავს თავს და როგორ შეუტევს. საქმე ეხება ტიტულს, რომელიც ჩვენ არასდროს მოგვიგია, ამიტომაც, ამ მხრივ მათი სტატისტიკა უკეთესია, ვიდრე ჩვენი. ვფიქრობ, ზოგჯერ ჩვენს ქვეყანაში ეს ავიწყდებათ. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ფინალში, ახლა ამის კარგი შესაძლებლობა გვაქვს და ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევა".

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და დანიის ნაკრებთა მატჩი 7 ივლისს, ლონდონში, "უემბლის" სტადიონზე გაიმართება. ინგლისის ევროპის ჩემპიონატი არასდროს მოუგია, ხოლო დანიამ ამის გაკეთება 1992 წელს მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები