Thumbnail

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები გახდნენ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • 2021 წელს იგეგმება ჩემპიონატები შემდეგ თამაშებში: Dota2, CS:GO, PES2021, Tekken7, LOL, PUBG, FIFA
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კიბერსპორტი, იგივე ელექტრონული სპორტი, ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ნაწილია. ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ჟანრის თამაშების ტუნირები, 2010 წლიდან კიბერსპორტს ყოველწლიურად დაახლოებით 454 მილიონი მაყურებელი ჰყავს, ხოლო ინდუსტრიის წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Fortnite-ის მსოფლიოს თასის ფინალი არტურ ეშზე, ნიუ იორკში [2019]

კიბერსპორტის პოპულარობა სხვა ქვეყნების პარალელურად, საქართველოშიც იზრდება: ახალი თაობა სერიოზულად ეკიდება საკუთარი უნარების განვითარებას. საქართველოში კომპიუტერული სპორტის ფედერაცია 2002 წლიდან არსებობს და დაარსებიდან ჩატარებული აქვს რვა ტურნირი საერთაშორისო ორგანიზაცია WCG-ის მსოფლიო კიბეროლიმპიადის, ხოლო ექვსი - IeSF-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში. ასევე ათი საქართველოს ჩემპიონატი (ფედერაციის თასი, საქართველოს ლიგა), სამი სასკოლო ოლიმპიადა, კიბერუნივერსიადა და 100-მდე საკლუბო ჩემპიონატი. ფედერაციის ორგანიზებით, 2004 წლიდან საქართველოს გუნდები და გეიმერები 17–ჯერ გავიდნენ საერთაშორისო ჩემპიონატებზე, იტალიაში, გერმანიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ტაივანში და ა.შ. ფედერაცია 2004 წლიდან მსოფლიო კიბეროლიმპიადის ორგანიზატორის, WCG-ის წევრია, 2011 წლიდან კი - მსოფლიო ელექტრონული ფედერაცია IESF-ის.

ფედერაციას მრავალფეროვანი სამომავლო გეგმები აქვს. მომდევნო წლებში ტურნირების ჩამონათვალი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი გახდება, მიზნების განხორციელებაში კი მათ კომპანია ევროპაბეთი დაეხმარება. კომპიუტერული სპორტის ფედერაციასა და ევროპაბეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე დღის წინ გაფორმდა, ევროპაბეთი GCSF-ის ოფიციალური პარტნიორი და სპონსორი გახდა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ტაივანში [2018 წელი]

ევროპაბეთის მხარდაჭერით, 2021 წელი დატვირთული იქნება. საქართველოს მასშტაბით, კიბერსპორტის 4 სახეობაში (Dota2, CS:GO, PES2021, Tekken7), შესარჩევი ტურნირები ჩატარდება. გამარჯვებულები როგორც ინდივიდუალური, ისევე გუნდური თამაშების კატეგორიებში, ჯერ რეგიონულ ტურნირებზე იასპარეზებენ, შემდეგ კი საერთაშორისო ჩემპიონატებზე მოხვედრის შანსიც ექნებათ. შესარჩევები 27 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება, ტურნირებს თელავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი და თბილისი უმასპინძლებს.

პოპსპორტი ფედერაციის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, დავით ჩოგოვაძეს დაუკავშირდა და 2021 წელს გასამართი ტურნირების დეტალებზე, სამომავლო გეგმებსა და ევროპაბეთთან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

დავით ჩოგოვაძე (საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი): საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია დაარსდა 2002 წლის 7 მარტს. ეს არის პირველი ორგანიზაცია, რომელმაც დაიწყო საქართველოში კიბერსპორტის განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენი ერთ-ერთი მისია მსოფლიო კიბეროლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების სათანადო წარდგენაა. ფედერაციის ორგანიზებით, 2004 წლიდან საქართველოს გუნდები და გეიმერები 17–ჯერ გავიდნენ საერთაშორისო ჩემპიონატებზე. ქართველ მოთამაშეებს ნამდვილად კარგი პოტენციალი აქვთ იმისათვის, რომ არა მარტო რეგიონულ, არამედ მსოფლიო მასშტაბის ტურნირებზეც მოიპოვონ გამარჯვება. მაგალითად, ჩვენმა წარდგენილმა გუნდმა გაიმარჯვა DOTA2-ის 2019 წლის სასკოლო ჩემპიონატზე. ქართული კიბერსპორტის პრობლემა ყოველთვის იყო დაფინანსების ნაკლებობა. შესაბამისად, ისეთი ძლიერი პარტნიორის ყოლა, როგორიც ევროპაბეთია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს მეტი სტაბილურობის განცდას ქმნის და გვაძლევს საშუალებას, დავსახოთ უფრო შორს მიმავალი გეგმები.

POPSPORT: რატომ შეარჩიეთ ევროპაბეთი პარტნიორად და რა ტურნირების ჩატარებას გეგმავთ ამ კომპანიასთან ერთად?

ჩოგოვაძე: არჩევანი ევროპაბეთზე იმიტომ გავაკეთეთ, რომ მოგვეწონა მათი ხედვა, ჩვენი პარტნიორობა ყოფილიყო არა ერთჯერადი და ხანმოკლე, არამედ ხანგრძლივი და კიბერსპორტის განვითარებაზე ორიენტირებული. 19 წელია, რაც ფედერაცია არსებობს და მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსურად ძლიერი პარტნიორის არსებობის შემთხვევაში ბევრი წარმატებისთვის შეიძლებოდა მიგვეღწია.

დავით ჩოგოვაძე - საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი

რაც შეეხება ტურნირებს: მოგეხსენებათ, ჩვენ 2004 წლიდან მსოფლიო კიბეროლიმპიადის ორგანიზატორის WCG-ეს წევრი, ხოლო 2011 წლიდან საერთშორისო ელექტრონული სპორტის ფედერაციის IESF-ს სრულუფლებიანი წევრი ვართ. IESF ატარებს არა კლუბურ ჩემპიონატებს, არამედ მსოფლიო ტურნირებს, რომელშიც ყველა გუნდის მოთამაშეები საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენენ. შესაბამისად, აქ წარმატების მიღწევა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე რომელიმე კომერციულ ტურნირში წარმატებისა ფულადი საპრიზოს მოგების მიზნით. წელს IESF-მა მსოფლიო ჩემპიონატი დააანონსა ოთხ კიბერსპორტულ სახეობაში: Dota2, CS:GO, PES2021 და Tekken7. მოცემულ დისციპლინებში ჩვენ მიერ ორგანიზებული მსოფლიოს შესარჩევის საპრიზო თანხა შეადგენს 30 000, ხოლო ჩვენგან დაანონსებული წლის ტურნირების საერთო საპრიზო ბიუჯეტი კი 150 000 ლარია. სწორედ ფედერაციისა და ევროპაბეთის პარტნიორობით, ქართველ გეიმერებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ როგორც შესარჩევ ტურნირზე ასევე მიღწეული რეგიონული წარმატების შესაბამისად მსოფლიო ფინალურ ეტაპზე, რომელიც ნოემბრის თვეში გაიმართება ისრაელის ქალაქ ეილატში.

POPSPORT: როდის გაიმართება შესარჩევი ეტაპები და რომელ ქალაქებს მოიცავს?

დავით ჩოგოვაძე: შესარჩევი ეტაპები ოთხივე სახეობაში ერთდროულად ივლისის მეორე ნახევრიდან დაიწყება და დასრულდება აგვისტოში. ზუსტი თარიღების შესახებ ინფორმაციას სულ მალე გავავრცელებთ. რეგიონებში შესარჩევი მატჩები 27 ივლისიდან გაიმართება შემდეგ ქალაქებში: თელავი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი და ბათუმი, 17-19 აგვისტოს კი თბილისში. ფინალურ ეტაპს დედაქალაქში 20-24 აგვისტოს უმასპინძლებს. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ტურნირებში რეგიონების აქტიურ ჩართულობას უშლის ხელს, არის ტექნიკური ბაზის უქონლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა. შესაბამისად, ვაპირებთ რეგიონებში საკუთარი ტექნიკა ჩავიტანოთ და შესარჩევები ასე ჩავატაროთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის შესარჩევი თამაშები ხუთდღიანი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება, სადაც იქნება სხვა აქტივობებიც, მაგალითად; ქოსფლეი კონკურსი, რეტრო თამაშების კონკურსი და ა.შ.

POPSPORT: ამ ტურნირების დასრულების შემდეგ რას გეგმავთ? ევროპაბეთთან თანამშრომლობა რა ვადებზეა გათვლილი?

დავით ჩოგოვაძე: ახლა, როცა ფინანსური მხარდაჭერა პრობლემას აღარ წარმოადგენს, ვაპირებთ, ყოველწლიური ჩემპიონატები დაგეგმილად და მიზანმიმართულად ჩავატაროთ. მაგალითად, 23-24 აგვისტოს ვატარებთ მსოფლიო რეგიონულ შესარჩევს შემდეგ სახეობაში PUBG, Brawl Stars, რომელიც საერთაშორისო კიბერორგანიზაცია WSL-ის ეგიდით გაიმართება. ამ ტურნირების ფინალური ეტაპი დეკემბერში სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჩატარდება. სექტემბრიდან ვიწყებთ დიდ ონლაინ ჩემპიონატს - საქართველოს კიბერლიგას, რომელიც საქართველოს პროფესიულ ლიგასაც მოიცავს და დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იანვარსა და თებერვალში იგეგმება ფედერაციის ზამთრის თასი, მარტიდან დავიწყებთ საქართველოს კიბერლიგის საგაზაფხულო სეზონს. ჩემპიონატებს ვგეგმავთ როგორც ზემოთაღნიშნულ სახეობებში ასევე LOL-ში, Valorant-ში, FIFA-ში, NBA-ში...

კომენტარები

ბოლო ამბები