Thumbnail

რონალდო მაინც იუვეში რჩება? ახალი კონტრაქტი ამ კვირაში უნდა გაფორმდეს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსიდან წასვლაზე ბევრი იწერებოდა
  • პორტუგალიელი კლუბთან ახალ კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს

2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ პრესაში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ დიდი ალბათობით, კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსს დატოვებდა და კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებდა.  პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სახელს ყველაზე მეტად პარი სენ-ჟერმენს უკავშირებდნენ.

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრიშტიანო რონალდო იუვენტუსთან კონტრაქტს გააგრძელებს და იგი ტურინულ კლუბში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

'გაძეტა დელო სპორტის' მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება და ის შეიძლება 2-წლიანი იყოს. როგორც ირკვევა, გარკვეული პირობები ტურინულ გრანდს ისევ კრიშტიანოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა შესთავზა. მანამდე იწერებოდა, რომ ეს უკანასკნელი პსჟ-სთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.

CR7 იუვეში 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ტურინული გრანდის ფორმით მან 101 გოლის გატანა შეძლო, რაც 3 სეზონში აქამდე იუვენტუსის არცერთ ფეხბურთელს არ მოუხერხებია. რონალდოს ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები