Thumbnail

ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ''ბორჯღალოსნებმა'' მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან ითამაშეს და მატჩი ისე მიდიოდა, რომ პირველი ტაიმის მოგებასთან ახლოს იყვნენ! მეტოქემ მატჩი 40:9 მოიგო.

📺 ვიდეო: ტელეკომპანია იმედი

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ სამხრეთ აფრიკასთან გამართული მატჩი შეაფასეს.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი) როცა ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშები, გაიძულებს, რომ შეცდომა დაუშვა ან არსებობს მომენტები, სადაც შეცდომა დაუფიქრებლობით მოგდის, რასაც ისინი აუცილებლად იყენებენ.

მეორე ტაიმში ცვლილებებსა და გადაადგილებებს მივმართეთ. რაც შეეხება თამაშს, საწყენია, რომ შეტევაში რამდენიმე ეპიზოდი ვერ გამოვიყენეთ, რათა უფრო მეტი ქულა აგვეღო. ბოლომდე ვიბრძოლეთ, რასაც ბიჭებს ნამდვილად ვუფასებ, ისინი მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებენ. შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ეს გასაკვირი არ იყო, რადგანაც მეტოქედ მსოფლიოს ჩემპიონი გვყავდა.

ბიჭებს თამაშის წინ ვუთხარი, რომ დაცვა შეტევით იწყება. მიუხედავად სწრაფად მიღებული ლელოსი, ვცადეთ, რომ თამაშში ბოლომდე დავრჩენილიყავით. შეტევაში ბურთის დაჭერა ვცადეთ და პირველ ტაიმში ასეთი შედეგი დავაფიქსირეთ. ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან დიდ გამოცდილებას გვაძლევს. ასეთ მატჩებში უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა გავუძლო სამხრეთ აფრიკის დონის ნაკრებისგან წნეხს.

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): უძლიერესი ნაკრებია. ვფიქრობ, რომ უკეთესი თამაშის შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ასეთ ნაკრებთან ბოლომდე ვიბრძოლეთ. საწყენი ისაა, რომ უაზრო შეცდომები დავუშვით. განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა ეს ყველაფერი, როცა ბოლო 3 წუთში 2 ლელო დაგვიდეს. მიმაჩნია, რომ რაღაც ასპექტებში მეტოქეს ვაჯობეთ.

კომენტარები

ბოლო ამბები