Thumbnail
  • სამხრეთ აფრიკა 40:9 საქართველო
  • ბორჯღალოსნები სპრინგბოქსთან მეორე მატჩს 9 ივლისს ითამაშებენ

ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ''ბორჯღალოსნებმა'' მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან ითამაშეს და მატჩი ისე მიდიოდა, რომ პირველი ტაიმის მოგებასთან ახლოს იყვნენ!

პრეტორიაში გამართულ მატჩში გუნდს რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდა. უნდა აღინიშნოს, რომ ''ბორჯღალოსნებს'' პირველი ტაიმი ცუდად არ უთამაშიათ. თედო აბჟანდაძემ პირველ ნახევარში სამი ჯარიმის გატანა მოახერხა. მასპინძლებმა კი 3 ლელო და 2 გარდასახვა გაიტანეს.

სამხრეთაფრიკელებმა აბჟანდაძის ჯარიმას აფლელე ფასის ლელოთი უპასუხეს, რომელმაც სპრინგბოქსის რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ტაიმის მიწურულს მოედნიდან ბექა საღინაძე გაასინბინეს, 14 კაცით დარჩენილმა ქართველებმა მეტოქის წინააღმდეგობას ვეღარ გაუძლეს და ორი ლელო გაუშვეს - თავი ბონგი მბონამბიმ და კობუს რაინახმა გამოიჩინეს - 19:9.

მეორე ტაიმი სამხრეთაფრიკელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. სპრინგბოქსმა კვაგა სმიტის ლელოთი უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც თავი ჰერშელ იანკისმა და მალკოლმ მარქსმაც გამოიჩინეს - 40:9 სამხრეთაფრიკელთა სასარგებლოდ.

სამწუხაროდ, ''ბორჯღალოსნებს'' მეორე ტაიმში ქულის აღების შანსი აღარ მიეცათ. ნაკრებები მეორე ტესტ-მატჩს უკვე 9 ივლისს ითამაშებენ. ფაქტია, რომ ამ დაპირისპირებამ საქართველოს ნაკრებს უდიდესი გამოცდილება მისცა, რაც სამომავალოდ ახალგაზრდა მორაგბეებს აუცილებლად დაეხმარება.

📺 ვიდეო: ტელეკომპანია იმედი

კომენტარები

ბოლო ამბები