Thumbnail

რონალდინიო, რივალდო, დეკუ - თელ-ავივში ლეგენდების ელ კლასიკო გაიმართება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსას და რეალის ყოფილი ვარსკვლავები საგამოფენო მატჩს ჩაატარებენ
  • თელ-ავივში რონალდინიო, რივალდო, დეკუ, სავიოლა და სხვები გავლენ

ისრაელში ლეგენდების "ელ კლასიკო" გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ბარსელონას და რეალის ყოფილი ვარსკვლავები მიიღებენ. ინფორმაციას საგამოფენო მატჩის შესახებ, რომელიც 20 ივლისს, თელ-ავივის სტადიონ "ბლუმფილდზე" დაიგეგმა, კატალონიური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

უკვე ცნობილია, რომ თელ-ავივში, ბარსელონას შემადგენლობაში მოედანზე გავლენ: რონალდინიო, რივალდო, დეკუ, გაისკა მენდიეტა, ანდონი გოიკოეჩეა, გილერმო ამორი, ხავიერ სავიოლა, რონალდ დე ბური და კატალონიური კლუბის სხვა ყოფილი ვარსკვლავები. მადრიდის რეალი თავის გუნდს მოგვიანებით გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მადრიდის რეალმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ბარსელონამ - მესამე.

რაც შეეხება მომავალ სეზონშ, 2021/22 წლების ლა ლიგაში გასამართ "ელ კლასიკოებს", 24 ოქტომბერს ბარსელონა და რეალი "კამპ ნოუზე" მე-10 ტურის შეხვედრაში ითამაშებენ, ხოლო მომავალი წლის 20 მარტს, 29-ე ტურში, ერთმანეთს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები