Thumbnail

ჟოან ლაპორტა: მინდა ვთქვა, რომ მესი ბარსელონაში რჩება, თუმცა, არ შემიძლია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ვცდილობთ, ისეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს'
  • კატალონიური გრანდი ყველაფერს აკეთებს, რათა არგენტინელი ვარსკვლავი შეინარჩუნოს

ესპანური ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესის გარშემო შექმნილი სიტუაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი არგენტინელი ვარსკვლავის შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს:

“ნამდვილად მინდა იმის თქმა, რომ მესი რჩება და მას ნამდვილად სურს დარჩენა. ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა და ვცდილობთ, ისეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. ყველაფერი სამართლიანი თამაშის წესებით მიდის. კიდევ ერთხელ ვამბობ, უდიდესი სურვილი მაქვს, ვთქვა, რომ ლეო რჩება, თუმცა, ჯერ არ შემიძლია. შესაბამისი სამუშაოები გრძელდება”.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ბარსელონასთან კონტრაქტის ვადა სწორედ დღეს ამოეწურა და ის თავისუფალი აგენტი გახდა. არსებობს ინფორმაცია, რომ კატალონიურ გრანდს მასთან ხელშეკრულების გაფორმება 2023 წლამდე სურს. მესი ბარსას სისტემაში 2000 წლიდან იმყოფება, ძირითად გუნდში დებიუტი კი 2003 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში 34 წლის არგენტინელის მონაგარი 30 გოლი და 9 პასი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები