Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თელავში ნიდერლანდებს 48:15 დაამარცხა და რაგბი ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა. ამით "ბორჯღალოსნებმა" ტურნირი მე-13-ედ (აქედან მეათედ სლემით) მოიგეს. მაისაშვილის გუნდმა ტურნირი დაასრულა, მაგრამ შეჯიბრება ჯერ კიდევ გრძელდება. იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი (და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი) პარალელურად მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიც არის.

3 ივლისს ალიკანტეში ესპანეთის ნაკრებს რუსეთისთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ შეხვედრა კოვიდპანდემიის გამო გადაიდო. რუსეთის ნაკრების ბანაკში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, ვალენსიის მხარის ჯანდაცვის ხელმძღვანელობამ თამაშის ჩატარების ნებართვა არ გასცა. როდის ჩატარდება ეს დაპირისპირება, მოგვიანებით გაირკვევა. 

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 24 ქულა აქვს, რუმინეთს 9, პორტუგალიას 5, რუსეთს 4, ესპანეთს 2, ნიდერლანდებს - 0.  

კომენტარები

ბოლო ამბები