Thumbnail
  • 📅 27 ივნისი | 🏟 სევილია | ⌚ 23:00 | ⚽ ბელგია V პორტუგალია
  • ბელგიის ნაკრები ევრო 2020-ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია
  • ისტორულად, პორტუგალიას 'წითელ ეშმაკებთან' არ უჭირს 
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, პორტუგალია კი - მოქმედი ჩემპიონი, რომელიც კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძვის. შესაბამისად, ეს მერვედფინალის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თამაშია, რომლის გამარჯვებულს მეოთხედფინალში იტალიის ნაკრები ელოდება. დაპირისპირებაში, რომელიც ესპანეთში, "ლა კარტუხას" მოედანზე გაიმართება, შესაძლოა გამარჯვებულის გამოსავლენად 90 წუთი არასაკმარისი აღმოჩნდეს.

ბელგიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი კარგად ჩაატარა. რობერტო მარტინესის გუნდმა სამივე შეხვედრა მოიგო და ქულათა მაქსიმუმით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, ბელგიელები რთულ მეტოქესა და რთულ ბადეს მაინც ვერ აცდენ.

შედარებით მძიმე სტარტი გამოუვიდა პორტუგალიის ნაკრებს. ფერნანდო სანტუშის გუნდმა უნგრეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (3:0), ჯერ გერმანიასთან ანგარიშით 2:4 წააგო, ხოლო შემდეგ საფრანგეთთან ფრედ ითამაშა - 2:2. ამ შედეგით პორტუგალიამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა (სანტუშის გუნდი მესამეზე გავიდა ჯგუფში ევრო 2016-ზეც, სადაც ტურნირის გამარჯვებული გახდა) და შედარებით რთულ ბადეში მოხვდა.

რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პორტუგალია ადვილი მეტოქე არ იქნება, მაგრამ ჩვენ ამ თამაშებისთვის მრავალი თვეა ვემზადებით და მას ახლა დავუპირისპირდებით, თუ მოგვიანებით, მნიშვნელობა არ აქვს. გუნდი ყოველთვის მზად უნდა იყოს მაღალ დონეზე სათამაშოდ".

წყვილში ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ მაინც ფავორიტად, ბელგიის ნაკრები მიიჩნევა, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ პორტუგალია ევროპის მოქმედი ჩემპიონია და მისი პლეი ოფიდან გაგდება მარტივი საქმე არ იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდს კარგ ფორმაში მყოფი კრიშტიანო რონალდო ჰყავს.

უყურე ევროს დიდ ეკრანზე!

36 წლის სუპერვარსკვლავი საოცარ ფორმაშია. რონალდომ მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა (გადაასწრო პლატინის და გახდა საუკეთესო გოლეადორი ევროს ისტორიაში) და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მეორე მხარეს არის რომელუ ლუკაკუ, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატზე ასევე კარგად გამოიყურება - 3 შეხვედრაში 3 გოლი. ასე რომ, ორთაბრძოლას, რომელსაც ინტერესი ისედაც არ აკლია, კიდევ უფრო სანახაობრივს რონალდო-ლუკაკუს მინიდაპირისპირება აქცევს.

ტობი ალდერვეირელდი (ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველი): "რა არის საუკეთესო გზა რონალდოს შესაჩერებლად? გუნდი - ეს ყოველთვის იყო ჩვენი ძალა. ვიცი, რომ მედია რონალდოზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, თუმცა მათ სხვა მაღალი დონის მოთამაშეებიც ჰყავთ - ბერნარდო სილვა, რომელიც ფანტასტიკური მოთამაშეა. არის დიოგო ჟოტაც, არიან სხვებიც. მათ ბევრი მაგარი ბიჭი ჰყავთ, რომლებსაც გოლის გატანა არსაიდან შეუძლიათ".  

რაც შეეხება ამ ორი გუნდის ურთიერთშეხვედრებს, აქ პორტუგალიის ნაკრები ბელგიას ძალიან ჯობნის. ბოლო 5 ხუთი დაპირისპირებიდან ბელგიელებმა ვერცერთი მოიგეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. ამ ორ გუნდს შორის ბოლო მატჩი 2018 წელს შედგა და ფრედ 0:0 მორჩა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბელგიელებს პორტუგალიელები ამ საუკუნეში არ დაუმარცხებიათ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბელგიის ნაკრებმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო.

⚽ პორტუგალიამაც და ბელგიამაც ჯგუფურ ეტაპზე 7-7 გოლი გაიტანეს.

⚽ რობერტო მარტინესის გუნდმა მიმდინარე ევროზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.

⚽ ბელგიის ნაკრებს 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ბოლო 4 შეხვედრა კი გუნდმა მოიგო.

⚽ "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგეს.

⚽ სანტუშის გუნდის მონაწილეობით ბოლო 4 მატჩში მინიმუმ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ რონალდომ ევრო 2020-ზე 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

⚽ რომელუ ლუკაკუმ მიმდინარე ჩემპიონატის 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

⚽ პორტუგალიამ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა, ისევე როგორც წინა ევროპის ჩემპიონატზე, როდესაც სანტუშის გუნდი ჩემპიონი გახდა.

⚽ ბელგიის ნაკრებმა ბოლო 6 შეხვედრიდან გოლი მხოლოდ ორში გაუშვა.

პორტუგალიელთა მთავარი იმედი მისი კაპიტანია

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი - მონიე, დე ბრუინი, ვიტსელი, ტ. აზარი - კარასკო, ლუკაკუ, ე. აზარი.  
ტრავმა: კასტანი.

პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - სემედუ, დიაში, პეპე, გერეირო - პალინია, რენატუ სანჩესი, მოუტინიო - ბერნარდო სილვა, რონალდო, დიოგო ჟოტა.

კომენტარები

ბოლო ამბები