Thumbnail

პაულინიო ესპანეთში ბრუნდება? ბრაზილიელს კიდევ 3 ვარიანტი აქვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მადრიდის ატლეტიკოს როდრიგო დე პაულის დამატება სურს
  • დე პაულის გარდა, როხიბლანკო პაულინიოს ვარიანტსაც განიხილავს

მადრიდის ატლეტიკო ახალი სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს. ''როხიბლანკო'' უდინეზეს არგენტინელი შემტევის როდრიგო დე პაულის ტრანსფერზე მუშაობს, მაგრამ ბოლო პერიოდში მოლაპარაკება გაჭიანურდა, რის გამოც ატლეტიკო სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი ბრაზილიელი პაულინიოა, რომელიც ბარსას ღირსებას ერთი სეზონის განმავლობაში იცავდა. ის ბოლოს გუანჯოუ ევერგრანდში თამაშობდა და ჩინეთის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა. პაულინიო ამჟამად თავისუფალი აგენტია და ატლეტიკოს ინტერესს ეს კიდევ უფრო აძლიერებს.

ფეხბურთელის დედამ ბრაზილიურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას და მის ქმარს შვილის სამშობლოში დაბრუნება უნდათ და სურთ, რომ მან ისევ კორინთიანსში ითამაშოს.

ატლეტიკოს გარდა, პაულინიოს ოფიციალური წინადადებით გალათასარაიმაც მიმართა. ბრაზილიელის დამატების სურვილი ლისაბონის ბენფიკასა და ალ ნასრის აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები