Thumbnail
  • იტალიის ნაკრები ევრო 2020-ის 1/8-ფინალში ავსტრიას დაუპირისპირდება
  • იტალიელმა ფორვარდმა მეტოქე დაახასიათა და თავის მოლოდინზე ისაუბრა 

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო და ⅛-ფინალში ავსტრიას დაუპირისპირდება. "სკუადრა აძურას" თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ მომავალ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ავსტრიის ნაკრების რამდენიმე თამაში ვნახეთ. დეტალები ჯერ არ განგვიხილავს, თუმცა რაც ვნახეთ, აშკარაა, რომ ეს ფიზიკურად ბრწყინვალედ მომზადებული გუნდია, რომელსაც მთელი მატჩის განმავლობაში შეუძლია სირბილი და მეტოქის წნეხში მოქცევა.

ნამდვილად არ მივცემთ მას იმის უფლებას, რომ თავს მოგვახვიოს თავისი თამაში და შევეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. ერთადერთი, რაც აუცილებლად გვჭირდება, სიმშვიდის შენარჩუნებაა", - ამბობს ნაპოლის 30 წლის თავდამსხმელი. 

იტალიის ნაკრებში მეგობრული და ხალისიანი ატმოსფეროა

ლორენცო ინსინიემ იტალიის ეროვნულ ნაკრებში არსებულ მეგობრულ ატმოსფეროზეც ისაუბრა და  ხაზი რობერტო მანჩინის ფაქტორს გაუსვა:

"მოგვწონს ერთად ყოფნა როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ამას ყველა ხედავს. მგზავრობისას ვერთობით, ვმღერით, ვეხუმრებით ერთმანეთს. მოედანზე წარმატების მისაღწევად, პირველ რიგში, საჭიროა, გუნდში კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ჩვენი მწვრთნელი ამ ამოცანას ბრწყინვალედ გაუმკლავდა".  

იტალიისა და ავსტრიის ნაკრებების დაპირისპირება ლონდონში 26 ივნისს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის ¼-ფინალში პორტუგალია-ბელგიის მატჩში მოგებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები