Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ უეფას ოფიციალურმა საიტმა FedEx Performance Zone-ის მიხედვით, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. 

ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშე კრიშტიანო რონალდოა - 86.335 ქულით. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი ბომბარდირთა დავაში 5 გოლით ლიდერობს. კრიშტიანო ძალიან დიდი სხვაობით უსწრებს რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფ რობინ გოზენსს (გერმანია) - 61.818. მესამე ადგილზე ნიდერლანდელი ჟორჟინიო ვეინალდუმია - 57.643.

ევრო 2020-ის საუკეთესო მოთამაშეები. FedEx

1. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 86.335 ქულა

2. რობინ გოზენსი (გერმანია) - 61.818

3. ჟორჟინიო ვეინალდუმი (ნიდერლანდები) - 57.643

4. მემფის დეპაი (ნიდერლანდები) - 57.527

5. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია) - 55.722

6. პატრიკ შიკი (ჩეხეთი) - 55.704

7. ადამ სალაი (უნგრეთი) - 53.829

8. მანუელ ლოკატელი (იტალია) - 52.465

9. დავიდ ალაბა (ავსტრია) - 50.631

10. შტეფან ლაინერი (ავსტრია) - 49.376

მეორე ათეულში არიან: 11. ივან პერიშიჩი (ხორვატია) - 49.317; 12. ანდრიი იარმოლენკო (უკრაინა) - 49.113; 13. პიერ-ემილ ჰოიბერგი (დანია) - 47.974; 14. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი) - 47.536; 15. ჯერდან შაჩირი (შვეიცარია) - 47.183; 16. რომან იარემჩუკი (უკრაინა) - 47.083; 17. პაბლო სარაბია (ესპანეთი) - 46.270; 18. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) - 46.051; 19. დენზელ დუმფრისი (ნიდერლანდები) - 45.930; 20. ემილ ფორსბერგი (შვედეთი) - 45.799.

ყველაზე მეტი გოლი ნიდერლანდების ნაკრებმა გაიტანა - 8

საინტერესო ფაქტები

⚽ ევრო 2020-ის 51 თამაშიდან 36 გაიმართა. სულ 94 გოლი გავიდა. საშუალოდ 2.62 გოლი მატჩში. გოლი ყოველ 34 წუთში.

⚽ ყველაზე მეტი გოლი 46-ე წუთიდან მე-60 წუთის ჩათვლით 15-წუთეულში გავიდა - 22. ყველაზე ნაკლები გოლი პირველ 15-წუთეულში გავიდა - 8.

⚽ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში უფორ მეტი გოლი (4) გავიდა, ვიდრე მეორე ტაიმის (3). 

⚽ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ნიდერლანდების ნაკრებმა - 8. 7-7 გოლი გაიტანეს: იტალიამ, ბელგიამ და პორტუგალიამ.

⚽ ბურთის ფლობის მიხედვით პირველი, რა თქმა უნდა, ესპანეთია - 68.7%. 2. გერმანია - 61.3%; 3. იტალია და ბელგია - 57.7%

⚽ პასის სიზუსტე - ლიდერი გერმანიაა 89.1%.

⚽ კარისკენ დარტყმები: 1. დანია - 61. 

⚽ გოლები: 5 - კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია); 3-3 - 
რომელუ ლუკაკუ (ბელგია), პატრიკ შიკი (ჩეხეთი), ჟორჟინიო ვეინალდუმი (ნიდერლანდები), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი), ემილ ფორსბერგი (შვედეთი).

⚽ საგოლე პასებით პიერ-ემილ ჰოიბერგი (დანია) და შტეფან ცუბერი (შვეიცარია) ლიდერობენ - 3-3.

⚽ ყველაზე სწრაფი - სპინაცოლა (იტალია) და ნეგო (უნგრეთი) - 33.8 კმ/სთ.

⚽ ყველაზე მეტი ირბინა გოლოვინმა (რუსეთი) - 36.0 კმ.

⚽ კარში ზუსტი დარტყმები: 6-6 - რონალდო, შიკი, მორატა.

⚽ სეივები: უღურჩან ჩაკირი (თურქეთი) - 18.

კომენტარები

ბოლო ამბები