Thumbnail
  • ლაპორტას უამრავი იდეა აქვს, მაგრამ ბარსელონას ფინანსები არ ჰყოფნის
  • კატალონიელთა პრეზიდენტს გუნდში კრიშტიანო რონალდოს მიყვანა სურს

ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ, ჟოან ლაპორტამ კლუბში რამდენიმე კარგი ფეხბურთელი მიიყვანა - სერხიო აგუერო, მემფის დეპაი, ერიკ გარსია და ემერსონ როიალი. მან მესისთან მოლაპარაკებებიც სწორად წარმართა და არგენტინელი გუნდში დატოვა.

ლაპორტას ბევრი გეგმა აქვს, მაგრამ ბარსელონას ფინანსური მდგომარეობის გამო, ჯერ ამ გეგმების შესრულებას ვერ ახერხებს. ბარსელონას პრეზიდენტს ახლა გიჟური იდეა აქვს, ესპანური AS-ის ინფორმაციით, ლაპორტას სურს, რომ მსოფლიო ფეხბურთში ბოლო წლების ორი ლეგენდა ბარსაში ათამაშოს.

ჟოანს პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს, თუმცა ის აპირებს, რომ იუვენტუსს ორი მოთამაშე შესთავაზოს და რონალდოს ტრანსფერში ნაკლები თანხა გადაიხადოს. ესპანური გამოცემა წერს, რომ იუვენტუსს ანტუან გრიზმანს, სერხი რობერტოს ან ფილიპე კოუტინიოს შესთავაზებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მოახერხებს რონალდოს დამატების შემთხვევაში გუნდი მისი ხელფასის გადახდას, თუმცა AS-ი წერს, რომ რონალდოსა და მესის ერთ კლუბში ხილვა ბარსელონას შემოსავლებს რამდენჯერმე გაზრდის.

ლა ლიგისთვის ეს მომგებიანი ნაბიჯი იქნება. ეს მომგებიანი ნაბიჯი იქნება ფეხბურთისთვისაც და მისი ქომაგებისთვისაც, რომლებსაც რონალდოსა და მესის ერთ გუნდში ხილვა ყოველთვის ძალიან აინტერესებდათ. შეგახსენებთ, რომ რონალდომ ლა ლიგაში 9 სეზონი და ესპანურ ლიგაში 311 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები