Thumbnail

სუმო | ტოჩინოშინის დიდი უკუსვლა - ის რეიტინგში 5 ადგილით დაქვეითდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გახდა
  • მომდევნო ბაშო 4 ივლისს ნაგოიაში დაიწყება

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, წოდებაში საგრძნობი ვარდნა განიცადა. იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში (ბანძუკე) ის ერთბაშად 5 პოზიციით დაქვეითდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ბოლოს მაისში იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ სუპერტურნირზე გამოვიდა და ნაცუ ბაშო 5 მოგებითა და 10 მარცხით დაასრულა. ქართველი სეკიტორი აღნიშნულ შეჯიბრზე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით წარსდგა, განახლებულ კლასიფიკაციაში კი უკვე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირაა.

საინტერესოა, რომ ივლისის სუპერტურნირზე ერთადერთი იოკოძუნას – ჰაკუჰოს ვიხილავთ, ოძეკების წოდებით კი ტერუნოფუჯი, ტაკაკეიშო, შოდაი და ასანოიამა იასპარეზებენ. სეკივაკეები იქნებიან ტაკაიასუ და მიტაკეუმი, ვაკატაკაკაგე და მეისეი კი დოჰიოზე კომუსუბების წოდებით გავლენ.

ცნობისთვის, მომდევნო შეჯიბრს იაპონიის ქალაქი ნაგოია 4-18 ივლისს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები