Thumbnail
  • ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წელს უნდა გაიმართოს
  • ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ტურნირი სრულფასოვნად ჩატარდება  

2022 წლის მუნდიალი ყატარში 21 ნოემბერს უნდა დაიწყოს და 18 დეკემბერს დასრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე დიდი დროა ყატარში უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე თუ ვინ დაიშვება ჩემპიონატზე. მსოფლიოს პირველობაზე ყატარი მხოლოდ იმ გულშემატკივრებს დაუშვებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულნი იქნებიან.

ტურნირის ორგანიზატორებს სურთ, რომ ასპარეზობა სრულყოფილად ჩატარდეს. ფიფამ თებერვალში განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა შეხვედრაზე მაყურებელთა 100 პროცენტი იქნება დაშვებული, სწორედ ამიტომ არავაქცინირებული ფანები სტადიონზე არ დაიშვება.

ყატარის პრემიერ მინისტრმა, შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ ტანიმ განაცხადა, რომ იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს მილიონი კოვიდ-19 ვაქცინის დოზის შესყიდვაზე, რადგან იმუნიზაცია გაუკეთონ და აცრან ყველა ის პირი, ვისაც ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასვლა ენდომება, თუმცა იმ დროისთვის ვაქცინირებული არ იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები