Thumbnail

ინგლისის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელმა ფილ ფოდენმა ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ თმები ქერად შეიღება. თმის ფერის ცვლილების შემდეგ იგი ბევრმა პოლ გასკოინს მიამსგავსა, რომელმაც 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ამ ფერის თმით ითამაშა.

21 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ სწყინდა, როდესაც მას "გაზას" ადარებდნენ, პირიქით, იგი მოხარული იქნებოდა თუ მინიმუმ ისეთივე წარმატებას მიაღწევდა ევროზე, როგორიც მაშინ პოლმა შეძლო (ევრო96-ზე ინგლისი ნახევარფინალში გავიდა).

ფოდენმა დაარწმუნა ყველა მისი თანაგუნდელი, რომ თუ 55-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისი დიდი ტურნირის მოგებას შეძლებს ყველამ თმა ისე უნდა შეიღებოს, როგორც მას აქვს. ასე, რომ თუ "სამი ლომი" მიმდინარე კონტინენტის პირველობას მოიგებს, ფეხბურთელებს პირობის ასრულება მოუწევთ.

"თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ თუ ევროს მოვიგებთ თმის იმ სტილში დაყენება მოუწევდათ, როგორიც მე მაქვს და ყველანი დამეთანხმნენ. იმედია თუ ევროს მოვიგებთ ყველას იგივე თმის სტილში დაინახავთ".

ეს ფაქტი კიდევ ერთი ნაბიჯია გუნდში პოზიტიური გავლენის შესანარჩუნებლად. ისტორიულ მეტოქე შოტლანდიასთან ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ გარეთ საუთგეიტმა მის გუნდს შეხვედრაზე იმ გუნდების შესახებ მოუყვა, რომლებმაც ტურნირი ცუდად დაიწყეს, თუმცა ტრიუმფით დაასრულეს.

საუთგეიტი ცდილობს გუნდში პოზიტიური გარემო შექმნას

ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფეხბურთელებს 2016 წლის პორტუგალიის მაგალითი მოუყვანა, როდესაც მათ ჯგუფში სულ 3 ქულა აიღეს, ვერცერთი თამაში მოიგეს, თუმცა ჩემპიონები გახდნენ. საუბარი იყო ასევე 1988 წლის ნიდერლანდების ნაკრებზეც, რომელმაც ტურნირი მარცხით დაიწყო შემდეგ კი ევრო მოიგო. კიდევ ერთი მაგალითი კი 1992 წლის დანიის ნაკრები იყო, რომელსაც 2 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ასპარეზობა ყველასათვის მოულოდნელად ევროპის ჩემპიონობით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები