Thumbnail

ბარსელონა ინსინიეთი დაინტერესდა - პირველი კონტაქტი გარემოცვასთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლის თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს
  • 30 წლის ფეხბურთელს აურელიო დე ლაურენტისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ ბარსელონას სასელექციო განყოფილების ყურადღება მიიყრო. იტალიური მედიის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელი შესაძლოა კატალონიურ კლუბში აღმოჩნდეს.

ლორენცო ინსინიეს ნაპოლისთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მისი საბაზრო ფასად კი 48 მილიონი ევრო სახელდება. 

როგორც ირკვევა, ინსინიეს კვლავაც დაძაბული ურთიერთობა აქვს ნაპოლის პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან და შესაბამისად, მასთან კონტრაქტის გაგრძელების საკითხი ღია რჩება. სწორედ ამით სურს ისარგებლოს ბარსელონამ, რომელმაც ფეხბურთელის გარემოცვასთან კონტაქტი უკვე დაამყარა. 

თავდამსხმელს ნაპოლის პრეზიდენტთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს

ლორენცო ინსინიე ნეაპოლის კლუბის აღზრდილია, 2012 წლიდან მოყოლებული მისი მთავარი გუნდის ღირსებას იცავს. გასულ სეზონში თავდამსხმელმა ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირის 48 მატჩში ითამაშა, გაიტანა 19 გოლი და მიითვალა 11 შედეგიანი გადაცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები