Thumbnail

'მართლები ვართ და ეს ტურნირი შედგება' - ლაპორტა სუპერლიგაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 'ბოდიში არ უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ გვინდა ჩვენი ბედის პატრონები ვიყოთ'
  • ბარსელონას პრეზიდენტი პროექტის სისწორეში დარწმუნებულია

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპის სუპერლიგის პროქტი ისევ ცოცხალია. ესპანელი დარწმუნებულია, რომ მომავალში ტურნირი აუცილებლად შეიქმნება და უეფას ჩამოყალიბებული მონოპოლია დაიშლება.

"თუ გვინდა, რომ ფეხბურთი უფრო მიმზიდველი იყოს, ეს ფსონი უნდა დავდოთ. უეფამ მოხსნა დისციპლინური პროცედურა, რაც საშუალებას გვაძლევს ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ. ჩვენ მართლები ვართ. პროექტი ცოცხალია. უეფას დიალოგი არ სურდა და ჩვენ ეს არ გვესმის. ბოდიში არ უნდა მოვიხადოთ იმის გამო, რომ გვინდა ჩვენი ბედის პატრონები ვიყოთ. არც ჯარიმას არ გადავიხდით, რადგან მართლები ვართ. სუპერლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის ფინანსური შედარება არ შეიძლება, რადგან ერთ მხარეს არის 180 მილიონი და მეორე მხარეს 400 მილიონი. ფორმატი ყველასთვის კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება და გვინდა, უეფასთან და ფიფასთან დიალოგი გვქონდეს. ფიფა უფრო ახლოს არის ჩვენს მიდგომასთან, უეფა - არა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირის დამტკიცებას შევძლებთ. კონტაქტი გაქვს დანარჩენ კლუბებთან და ვიცით, რომ თუ ვიმოქმედებთ და სასამართლოს გადაწყვეტილება წარმატებული იქნება, ხელშეკრულება, რომელიც კლუბებს უეფასთან აქვთ, ძალაში აღარ დარჩება. უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უეფასთან დიალოგი შევძლოთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან მათ მიერ აშენებული მონოპოლია იშლება", - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პროექტს ღიად მხარს ბარსელონას გარდა, იუვენტუსი და რეალი უჭერენ. სუპერლიგა 12-მა კლუბმა შექმნა, მაგრამ ორი დღის შემდეგ 9 კლუბმა პროექტზე უარი თქვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები