Thumbnail

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის სლოვანმა ამხანაგური მატჩი გამართა, ქალაქ ობერვარტში ავსტრიულ კაპფენბერგს 4:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ბრატისლავური კლუბის რიგებში საქართველოს ნაკრების გამოცდილი ფეხბურთელების, ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას დებიუტი შედგა. 

პირველ ტაიმში დამარცხებულთა რიგებში ითამაშა ლევან ელოშვილმა, მეორე ტაიმში კი მოგებულთა შორის გამოჩდნენ კაშია და კანკავა. 54-ე წუთზე სლოვაკთა მესამე გოლის კომბინაცია სწორედ ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ წამოიწყო. ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ კი ერთხელ სახიფათოდ დაარტყა თავით კარში, ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. 

22 ივნისს სლოვანი სლოვენიურ მარიბორს შეხვდება ამხანაგურ მატჩში, ორი დღის შემდეგ კი - რუსულ ორენბურგს. სლოვანი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიურ შემროკ როვერსს ხვდება, პირველი თამაში ბრატისლავაში 6 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები