Thumbnail
  • ილიას ზუროსს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი ეპატიჟებოდა
  • ბერძენმა სპეციალისტმა ესპანელთა შეთავაზებაზე უარი განაცხადა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა უარით გაისტუმრა ესპანური სან პაბლო ბურგოსი, რომელიც მას მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობდა.

ბურგოსელებს საკმადო წარმატებული სეზონი ჰქონდათ, რადგანაც ლიგა ენდესას პლეი ოფში ითამაშეს და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შესძლეს. ამის მიუხედავად, მაინც დაემშვიდობნენ ხოან პენაროიას, რომელსაც ვალენსიაში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

სწორედ ამის მერე დაეკონტაქტა სან პაბლო ბურგოსი ზუროსს, თუმცა, გარიგება არ შედგა. როგორც Eurohoops.ne წერს, ბერძენი სპეციალისტი სრულად არის კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობაზე, რომელიც მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია. სათქმელია ისიც, რომ ესპანური ლიგა ერთდროულად კლუბსა და ნაკრებში მუშაობას კრძალავს.

შეგახსენებთ, რომ 55 წლის ზუროსი ქართველ კალათბურთელებს 2016 წლიდან ავარჯიშებს, ზურგს კი უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. სანაკრებო დონეზე მათ საბერძნეთშიც უმუშავია, მის მიერ გაწვრთნილი კლუბებიდან კი ოლიმპიაკოსი, არისი, ჟალგირისი და ანადოლუ ეფესი უნდა გამოვარჩიოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები