Thumbnail

ნანა ძაგნიძე სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძე 13.5:10.5 ირინა კრუში
  • ქართველი მოჭადრაკის მომდევნო მეტოქე რუსი კატერინა ლაჰნოა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გააღწია.

ტურნირში 16 უძლიერესი მოჭადრაკე ჩაება, ძაგნიძემ კი მერვედფინალში ამერიკელი ირინა კრუში 13.5:10.5 დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე ქართველი მოჭადრაკის მეტოქე პირველი განთესვის მქონე რუსი კატერინა ლაჰნო იქნება. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში თანამემამულე ვალენტინა გუნინას დაძაბულ ბრძოლაში 11.5:10.5 სძლია.

მსოფლიოს ჩემპიონატის სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: დრონავალი ჰარიკა (ინდოეთი)-ანა მუზიჩუკი (უკრაინა), იიფან ჰოუ (ჩინეთი)-ბიბისარა ასაუბაიევა (ყაზახეთი), ტინგჯიე ლეი (ჩინეთი)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი).

ტურნირის მეოთხედფინალური პარტიები სტარტს 24 ივნისს აიღებს, ნახევარფინალები 1-2 ივლისაა დაგეგმილი, ჩემპიონის ვინაობა კი 3 ივლისს გაირკვევა. მსოფლიოს პირველობის საპრიზო ფონდი 66 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებულს 20 ათასი ერგება.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები