Thumbnail

წყალბურთი | საქართველოს U17 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა წყალბურთელებმა ოთხივე მატჩი მოიგეს
  • ფინალურ ეტაპს სექტემბერში მალტა უმასპინძლებს

საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ჩინებულად ითამაშა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და ფინალურ ეტაპზე მაქსიმალური შედეგით – 4-დან 4 მოგებით გააღწია.

შეიძლება ითქვას, რომ ოთარ ქოიავას შეგირდებს სერიოზული წინააღმდეგობა არცერთ მატჩში არ შეხვედრიათ. თბილისის საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკის აუზში გამართულ ტურნირზე, მათ ბელარუსი 17:10 დაამარცხეს, სლოვაკეთი – 17:7, ლიეტუვა – 20:8, ხოლო მოლდოვა – 27:7.

საქართველოსან ერთად, ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 12-19 სექტემბერს მალტა უმასპინძლებს, ბელარუსმა გააღწია. სხვა საკვალიფიკაციო ჯგუფებში თამაშები ჯერაც ჩასატარებელია, რის შემდეგაც ყველა ფინალისტის ვინაობა გაირკვევა.

🇬🇪🤽‍♂️ 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრაში მოლდოვა 27-7 დაამარცხა და ბ ჯგუფში 4-დან...

Posted by საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია/Aquatic Sports Federation on Sunday, June 20, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები