Thumbnail

ანტუან გრიზმანმა უნგრელებთან ფრე საოცარი მიზეზებით ახსნა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

მას შემდეგ რაც საფრანგეთის ნაკრებმა გერმანია პირველ ტურში დამაჯერებელი უპირატესობის ფონზე, 1:0 დაამარცხა. დიდი დეშამის გუნდის უნგრეთთან მატჩში, ყველა ფრანგების გამარჯვებას ვარაუდობდა.

თუმცა, მატჩში ანგარიშის გახსნა უნგრელებმა შეძლეს, შემდეგ ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა, მაგრამ ფრანგებმა ბუდაპეშტში, სავსე ტრიბუნების ფონზე 3 ქულის აღება ვერ შეძლეს. შეხვედრაში გოლის ავტორმა - ანტუან გრიზმანმა, უნგრელებთან ფრე რამდენიმე მიზეზით ახსნა.

"სტადიონის ხმაურს თავი ვერ დავაღწიეთ, 61,000 გულშემატკივრის თანდასწრებით თამაში, რთული აღმოჩნდა..." - ამბობს ბარსას შემტევი. "მინდორი მშრალი იყო, ეს მატჩამდეც ვიცოდით. ზონები გადაგვიკეტეს და ამისთვის დავისაჯეთ."

"დიდ ტურნირებზე, დიდი გუნდები თამაშობენ და უნგრეთთან მოგებაც კი არ არის ადვილი. განსაკუთრებით ისეთი სიცხის ფონზე, როგორიც ბუდაპეშტში იყო. მიზეზებს არ ვეძებ, უბრალოდ ასეთია რელობა." - ამბობს გრიზმანი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები