Thumbnail
  • ბილი გილმორი ინგლისთან მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს
  • 20 წლის შოტლანდიელმა, ინგლისის ნახევარდაცვას გასაქანი არ მისცა

ბილი გილმორი ჩელსის აკადემიის აღზრდილია, სტემფორდ ბრიჯზე ფრენკ ლამპარდის დანიშვნის შემდეგ, 20 წლის შოტლანდიელი პირველ გუნდში დააწინაურეს. თუმცა, მას შემდეგ ახალგაზრდა სქოთს მცირე სათამაშო დრო აქვს და სასტარტოში თავის დამკვიდრება უჭირს.

სათამაშო დროის სიმცირის მიუხედავად, შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კლარკმა გილმორს ნდობა გამოუცხადა და ევროს განაცხადში შეიყვანა. პირველად სასტარტოში თამაში, ახალგაზრდა საყრდენს ალბათ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან მატჩში - ინგლისის წინააღმდეგ მოუწია.

"ამ ბავშვმა, გილმორმა შეცვალა ყველაფერი..." - ამბობდა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო. "ყოველთვის ბურთს ითხოვდა და ინგლისელებს დიდი ძალები დააკარგინა." გილმორმა იმ შეხვედრაში, შოტლანდიელებიდან ყველაზე მეტი - 40 გადაცემა შეასრულა, 91%-იანი სიზუსტით.

"ბრიტანული შიდა დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია. ბილი გილმორი ნამდვილი ნ'გოლო კანტე იყო." - წერდა ტვიტერზე ნიდერლანდების ნაკრების მცველი - პატრიკ ვან ანჰოლტი.

გარი ნევილის აზრით კი ინგლისელებს გილმორის ნაირი ფეხბურთელი, მოედანზე არ ჰყავდათ. "რაისის, ფილიპსის და მაუნთის ტრიოს, გილმორმა ცივი შხაპი გადაავლო. ბურთთან ისე კომფორტულად იყო და ისეთ სიტუაციებში ითხოვდა ბურთს, რომ მსგავსი თამაში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისგან არ გვინახავს." - ამბობდა ნევილი.

"ეს ბავშვი, მახსოვს ლივერპულთან თასზე შემოვიდა და იქაც ძალიან კარგად ითამაშა. მისი და მაკგრეგორის თამაშმა, მაკგინს მისცა საშუალება ფორვარდებს დახმარებოდა და შოტლანდიის მწვავე შეტევებიც ასე მივიღეთ."

ბილი გილმორი: "მშობლებს ავტობუსიდან მივწერე, რომ თამაში მიწევდა..."

კომენტარები

ბოლო ამბები