Thumbnail

'თანამედროვე ფეხბურთელი სწრაფია, მაგრამ ჯადოქრობა აკლია' - ტიაგო ალკანტარა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ალკანტარას თქმით, ფეხბურთში VAR-მა ყველაფერი შეცვალა
  • წარმოშობით ბრაზილიელი ესპანელი, თანამედროვე ფეხბურთზე მწუხარებით საუბრობს

ლივერპულის და ესპანეთის ნაკრების საყრდენმა, ტიაგო ალკანტარამ გარდიანთან ინტერვიუში თანამედროვე ფეხბურთზე ისაუბრა და ახალი ტენდენციების მინუსები თავის სიტყვებით ახსნა.

"თანამედროვე ფეხბურთელი სწრაფია, მაგრამ ჯადოქრობა აკლია" - ამბობს, წარმოშობით ბრაზილიელი ესპანელი. "დღეს დრიბლინგებს აღარავინ აკეთებს, ყველა სიჩქარეზე და ფიზიკურ ძალაზეა ორიენტირებული."

"ფეხბურთელები ყოველმხრივ უფრო განვითარებული არიან. თუმცა, სუნთქვის შემაკავებელი მომენტები მათ თამაშს აკლია, მომენტები რასაც პუბლიკა აღტაცებაში მოჰყავს. ამას VAR-იც ემატება და მგონი საერთოდ სხვა სურათს ვიღებთ."

"VAR-მა მოულოდნელობის ეფექტი გააქრო, რაც ფეხბურთის ნაწილია. თამაშის დროს ფეხბურთელები ვცდებით და მსაჯიც უნდა შეცდეს, ისიც ადამიანია. ცოტა ეშმაკობის გარეშე, გადახედეთ რამდენი დიდი მოვლენა არ იარსებებდა ფეხბურთში."

"როდესაც 18 წლის ვიყავი, ვარჯიშის წინ 5 წუთით ადრე, მოედანთან ყავის ჭიქით ვიჯექი. შემდეგ ყავას გადავდებდი და ბუცებიც იქვე მედო. ახლა, ახალგაზრდა ფეხბურთელები 35-40 წუთით ადრე დარბაზში სიმძიმეებით გაწელვის ტექნიკებს ამუშავებენ - ეს ჩვენთვის არავის აუხსნია."

"ფეხბურთში 10-იანი თითქმის გამქრალი პოზიციაა. ასეთი მიკრო ხასიათის ფეხბურთელები დღეს მოედნიდან ქრებიან. 10-იანი, რომელიც შეიძლება სხვაზე ნელი იყო, მაგრამ სწრაფად ფიქრობდა, დღეს აღარ არსებობს. დღეს, ფეხბურთელებს, რომლებიც სწრაფად ვერ დავრბივართ, მოედანზე ფიქრი სხვაზე 10-ჯერ სწრაფად გვმართებს."

კომენტარები

ბოლო ამბები