Thumbnail

სევილიაში E ჯგუფის მე-2 ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და 1:1 დაუზავდა. "ფურია როხას" გამარჯვება შეეძლო, მაგრამ ჟერარდ მორენომ პენალტი ძელს გაარტყა. შეგახსენებთ, რომ ამავე ჯგუფში შვედეთის ნაკრებმა 1:0 დაამარცხა სლოვაკეთი. შვედებს 4 ქულა აქვთ, სლოვაკებს - 3, ესპანელებს - 2, ხოლო პოლონელებს - 1.

ლუის ენრიკემ სასტარტო 11-ეულში ერთი ცვლილება განახორციელა - ვილიარეალის ფორვარდი ჟერარდ მორენო თავიდანვე გამოჩნდა "ფურია როხას" შემადგენლობაში. პოლონელთა რიგებში კი პაულო სოუზამ 3 ცვლილება განახორციელა სასტარტო შემადგენლობაში. პირველი სახიფათო მომენტი, კლიხის შორეული გასროლა იყო.

პიოტრ ჟელინსკი საჯარიმოში - პოლონელები ამაოდ ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას

25-ე წუთზე ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2020-ზე პირველი გოლი გაიტანა. მორენომ ალვარო მორატას გაატანინა, თუმცა თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. VAR-მა მსაჯის გადაწყვეტილება შეცვალა - 1:0.

ალვარო მორატამ ევროპის ჩემპიონატებზე თავისი მე-4 გოლი გაიტანა

43-ე წუთზე შვიდერსკის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, გამოვარდნილს პირველმა ლევანდოვსკიმ მიუსწრო, მაგრამ უნაი სიმონს ვერ აჯობა. 

რობერტ ლევანდოვსკის მომენტი

მე-2 ტაიმის დასაწყისში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა - ჯერ იუზვიაკის ჩაწოდების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ჰაერში დუელი ლაპორტს მოუგო და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მორენოს წაქცევისთვის ვიდეორეფერიმ პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.

ლევანდოვსკიმ მაინც გაათანაბრა

ბოლო წუთები ესპანეთის ნაკრებმა შეტევებში გაატარა, მორატამ და სარაბიამ საგოლე შანსები ვერ გამოიყენეს. 

TOP - რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

მეორე ტაიმის დასაწყისში გაიტანა და გუნდში ცენტრალურ მცველ გლიკთან ერთად საუკეთესო იყო.

FLOP - ჟერარდ მორენო (ესპანეთი)

პირველი ტურის შემდეგ ძალიან ბევრი გულშემატკივარი ითხოვდა, მორენოს სასტარტოში გამწესებას. თავიდან ის აქტიური იყო, მისი პასით გოლიც გავიდა, თუმცა მეორე ტაიმში მოუკლო. მიუხედავად ამისა, მან პენალტი მოიგო და შეეძლო და გმირად ქცეულიყო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა და ანტიგმირად მოგვევლინა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

📌 ალვარო მორატამ ნაკრებში მე-20 გოლი გაიტანა 42-ე მატჩში დავიდ ვილიას შემდეგ ასე მალე ნაკრებში 20 გოლი არავის გაუტანია (ვილიამ პირველი 20 გოლი 38 მატჩში გაიტანა).

📌 2019 წლიდან მოყოლებული ჟერად მორენომ  გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა, რაც ყველაზე მეტია ესპანეთის ნაკრებში.

📌 17 წლის და 246 დღის - კასპერ კოზლოვსკი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მან 6 დღის წინ ინგლისელი ჯუდ ბელინგემის რეკორდი დაამხო. 

📌 რობერტ ლევანდოვსკი პირველი პოლონელი ფეხბურთელია, ვინც სამ სხვადასხვა ევროზე გაიტანა (2012, 2016 და 2020).

📌 ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ ფეხბურთელმა თავის გუნდელ მეკარეს გაუტანა კლუბში - ალვარო მორატამ ვოიცეხ შჩესნის გაუტანა. ორივე იუვენტუსში თამაშობს.

ესპანეთი 1:1 პოლონეთი

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - მ. ლორენტე, ლაპორტი, პაუ ტორესი, ალბა - კოკე (68. სარაბია), როდრი, პედრი - მორენო (68. რუისი), მორატა, ოლმო (61. ფერან ტორესი)

პოლონეთი (3-4-2-1): შჩესნი - ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი (85. დავიდოვიჩი) - იუჟვიაკი, მოდერი (85. ლინეტი), კლიხი (55. კოზლოვსკი), პუხაჩი - შვიდერსკი (67. ფრანკოვსკი), ჟელინსკი - ლევანდოვსკი 

კომენტარები

ბოლო ამბები