Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მეორე ტურის პირველი შეხვედრა უკრაინასა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის გაიმართა. ბუქარესტში, ანდრეი შევჩენკოს გუნდმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულები აიღო.

იგორ ანგელოვსკის გუნდმა ამ მარცხით მერვედფინალში გასვლის შანსი დაკარგა. მაკედონიელები ბოლო ტურში ნიდერლანდელებს ეთამაშებიან, მაგრამ გამარჯვების შემთხევაშიც კი მეოთხე ადგილს ვერ აცდებიან, ვინაიდან ორივე კონკურენტთან - უკრაინასთანაც და ავსტრიასთანაც წაგებული აქვთ.

რუმინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა უეფამ ჩრდილოეთმაკედონელთა მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი და გუნდის მთავარი ვარსკვლავი გორან პანდევი დასაჯოს.

მაკედონიელთა დასჯის მიზეზი კორონავირუსის პროტოკოლის დარღვევაა, რომელსაც უეფა ევროპის ჩემპიონატისთვის იყენებს. ანგელოვსკიმ და პანდევმა უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ თავიანთი "ბაბლი" დატოვეს და ცოლ-შვილთან ერთად ბუქარესტის ერთ-ერთ რესტორანში ივახშმეს. ამის გამო შესაძლოა მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც ნიდერლანდებთან მატჩი გამოტოვონ.

კომენტარები

ბოლო ამბები