Thumbnail

პიტ ჰაინსი: 'არ გვინდოდა, Starfield Xbox-ის ექსკლუზივი ყოფილიყო'

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Bethesda-ს მარკეტინგის დირექტორი PlayStation-ის მფლობელებს ბოდიშს უხდის 
  • 'მესმის, რომ შესაძლოა, გაბრაზებული ხართ ჩვენზე. ამისი კარგი მიზეზიც გაქვთ' აცხადებს პიტ ჰაინსი

Bethesda-ს ახალი საი-ფაი ფრენჩაიზის, Starfield-ის ირგვლივ გავრცელებული ჭორები სიმართლე აღმოჩნდა: E3-ის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შოუქეისზე, რომელშიც სტუდია პირველად წარდგა როგორც Microsoft-ის დიდი კორპორაციის ნაწილი, დადასტურდა, რომ Starfield Xbox Series X|S-ისა და Windows-ის ექსკლუზივი იქნება. 

Bethesda-ს მარკეტინგის დირექტორმა, პიტ ჰაინსმა, ამის გამო, PlayStation-ის მფლობელებს ბოდიში მოუხადა: 

‘თუკი ჩვენი თამაშების გულშემატკივარი ხართ, მესმის, რა რთული თქვენთვის იმ ფაქტთან შეგუება, რომ საკუთარ კონსოლზე საყვარელი სტუდიის თამაშებით გართობას ვეღარ შეძლებთ. ისიც მესმის, რომ შესაძლოა, გაბრაზებული ხართ ჩვენზე. ამისი კარგი მიზეზიც გაქვთ.’

Bethesda-ს მარკეტინგის დირექტორი პიტ ჰაინსი

‘არ ვიცი, რა შეიძლება გითხრათ რომ დაგამშვიდოთ. ფაქტი ისაა, რომ Starfield Playstation-ზე არ იქნება. ჯერჯერობით, ჩვენს მომავალ პროექტებზე, ამ კუთხით ვერაფერს ვიტყვი. მე თვითონაც Playstation-ის დიდი მოყვარული ვარ და, სწორედ ამ კონსოლს ვიყენებ სათამაშოდ. სამწუხაროდ, Starfield-ის თამაშს, ჩვენს საყვარელ კონსოლზე, ვერც მე და ვერც თქვენ ვერ შევძლებთ. არ მინდოდა, ასე ყოფილიყო, თუმცა, აზრი არავინ მკითხა. თქვენთვის ბოდიშის მოხდის მეტი არაფერი შემიძლია.’ განაცხადა ჰაინს GameSpot-თან ინტერვიუში.

Starfield ბოლო 25 წლის განმავლობაში, Bethesda-ს პირველი ახალი როლური ფრეინჩაიზია. პროექტის ხელმძღვანელმა, ტოდ ჰოვარდმა, მას ‘საი-ფაი სკაირიმი’ უწოდა და ისიც დაამატა, რომ ტექნოლოგიური ნაწილი საკმაოდ რეალისტური იქნება და თანამედროვე მეცნიერებისა მიღწევებს დაეყრდნობა.

Bethesda-ს თამაშები, ყოველთვის ყველა ძირითადი პლატფორმისთვის იქნებოდა, თუმცა, მოთამაშეები უპირატესობას მაინც პერსონალური კომპიუტერის ვერსიას ანიჭებდნენ. მას შემდეგ, რაც Bethesda Softworks-ის მფლობელი კომპანია, ZeniMax Media, ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoftma გასული წლის სექტემბერში იყიდა და მასში 7,5 მილიარდი დოლარი გადაიხადა, გავრცელდა ჭორები, რომ სტუდიის მომავალი თამაშები, Xbox-ის ექსკლუზივი იქნებოდა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ Bethesda-ს Xbox-ის სტუდიაში სრულ ადაპტაციას, დაახლოებით 3 წელი დასჭირდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ამისათვის რამდენიმე თვეც საკმარისი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები