Thumbnail

ერიკსენს გულზე ოპერაციას გაუკეთებენ - ექიმებმა გადაწყვეტილება მიიღეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ერიკსენს იმპლანტირებულ კარდიოვერტერულ დეფიბრილატორს ჩაუდგამენ
  • ექიმებმა გადაწყვეტილება 29 წლის ფეხბურთელთან შეთანხმებით მიიღეს

კრისტიან ერიკსენს გულზე ოპერაცია ჩაუტარდება. ინფორმაცია დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოესენმა დაადასტურა. 29 წლის ფეხბურთელს გულში იმპლანტირებულ კარდიოვერტერულ დეფიბრილატორს ჩაუდგამენ, რათა ორგანოს მუშაობა დარეგულირდეს.

"მას შემდეგ, რაც კრისტიანმა გულზე რამდენიმე გამოკვლევა ჩაიტარა, გადაწყდა, რომ მას სჭირდება ICD-ის (იმპლანტირებული კარდიოვერტერული დეფიბრილატორი) იმპლანტაცია. ეს მოწყობილობა საჭიროა გულის შეტევის შემდეგ არარეგულარული რიტმის გამო. კრისტიანი დაეთანხმა ამ გადაწყვეტილება და მკურნალობის ეს გეგმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს", - ნათქვამია დანიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

იმპლანტირებული კარდიოვერტერული დეფიბრილატორი (ICD) არის პატარა მოწყობილობა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში თავსდება, არეგულირებს არითმიას და გულის გაჩერებას ხელს უშლის.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა დანიელი ფეხბურთელი პროფესიონალური კარიერის გაგრძელებას, მაგრამ მსგავსი აპარატით თამაშს აიაქსისა და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი დეილი ბლინდი აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენმა დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩის დროს გულის შეტევა მიიღო და მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები